
საკონსულტაციო სააგენტოს „მატრიცა 888“, რომელსაც ასტროლოგი და ექსტრასენსი მართავს, ფეისბუკ გვერდზე ახალი პოსტი გავრცელდა, სადაც ლოცვის შესახებ წერია.
გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ ლოცვა არ ცვლის ღმერთის დამოკიდებულებას ჩვენთან მიმართებაში, ის აუმჯობესებს შენს შინაგან მდგომარეობას. როცა შენი ენერგეტიკა ჯანსაღდება და ძლიერდება, სამყაროც გპასუხობს იგივე სიხშირით:
„ლოცვას ხშირად თხოვნად ვუყურებთ… თითქოს ღმერთთან დიალოგი მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როცა რაღაც გვჭირდება.
მაგრამ სინამდვილეში, ლოცვა ენერგიის მდგომარეობაა - ის წუთი, როცა ჩვენი გული მშვიდდება და გონება იწყებს სმენას.
როცა გულწრფელად ლოცულობ, სიტყვები მხოლოდ ფორმაა. მთავარია ის ვიბრაცია, რომელსაც შენი სული აგზავნის სამყაროში.
სწორედ ამ მომენტში იწყება ცვლილება: ენერგია იძვრის, გზები იხსნება, მოვლენები უკეთ ვითარდება და იქ, სადაც ადრე კედელი იყო, იღება შესაძლებლობების კარი.
ლოცვა არ ცვლის ღმერთის დამოკიდებულებას ჩვენთან მიმართებაში, ის აუმჯობესებს შენს შინაგან მდგომარეობას.
და როცა შენი ენერგეტიკა ჯანსაღდება და ძლიერდება, სამყაროც გპასუხობს იგივე სიხშირით.
შენი ყოველი სიტყვა, ყოველი ფიქრი და განცდა - ესეც ლოცვაა. უბრალოდ ისწავლე მათი სწორად მართვა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „წავიდა ტანცი-მანცი“ - თეონა ცირამუა შვილთან ერთად გადაღებულ სახალისო კადრებს გვიზიარებს
⭕„როგორ ჰგავს ბაბუას, საყვარელი“ - ანასტასია ბენდუქიძე შვილთან ერთად ვერის ბაღში პოზირებს