Digest Logo

„ჩვენს ცხოვრებაში ერთი და იგივე, განმეორებადი სიტუაციები ყოველდღიურობაში თამაშდება...“ - როგორ და საიდან იწყება ჰარმონიული დღე?

1761049165
ზოდიაქო, ჰოროსკოპი

ჰარმონიული დღე შემთხვევით არ იწყება. ის იქმნება პირველი წუთებიდანვე, როცა ადამიანი ცნობიერად ირჩევს, როგორ განაწყოს გონება და სხეული ახალი დღისთვის.

დილის სიჩუმე, მადლიერების გრძნობა, მსუბუქი მოძრაობა და აზრების გადახარისხება ეს მცირე, მაგრამ ძლიერი რიტუალებია, რომლებიც განსაზღვრავენ მთელი დღის ტონალობას. ჰარმონია იწყება იქ, სადაც ადამიანი საკუთარ ენერგიას პატივს სცემს - იღვიძებს არა მხოლოდ თვალებით, არამედ გულითაც.

როგორ და საიდან იწყება ჰარმონიული დღე? - ამ შეკითხვას სოციალურ ქსელში პიროვნული ზრდის სამყაროს სპეციალისტი, თამარ კვარაცხელია პასუხობს:

„როგორ და საიდან იწყება ჰარმონიული დღე?

მიღებიდან...

იმის მიღებიდან, რასაც ის მოიტანს;

იმ ადამიანების მიღებისგან, რომლებსაც მასში შევხვდებათ, საკუთარი თავის მრავალფეროვნების მიღებიგან: ხან მშვიდი, ხან ბობოქარი, ხან მოსიყვარულე და ხან სევდიანი, ხანაც მხიარული...

დღეს როცა მიმღებლობით ვხვდებით, ჩვენ ვახდენთ სიმშვიდის და ბედნიერების დეკლარირებას სამყაროში.
შინაგანი წინააღმდეგობის გაქრობით (ისევ სამსახურში წასვლა... რა მოღრუბლული და ნესტიანია გარეთ... ისევ არაფერი შეიცვლება და ა.შ.) ვუერთდებით სიცოცხლის ნაკადს, ვსხდებით ცხოვრებად წიდებულ ნავში და ადვილად, მარტივად, ძალისხმევის გარეშე ვცურავთ ზურგის ქარის შემწეობით.

ყველა მოვლენა ვითარდება შიგნიდან გარეთ, გამოედინება შიგნიდან გარეთ:
ის, რასაც ჩვენ შინაგანად ვგრძნობთ და რაზედაც ვრეზონირდებით წარმოადგენს იმ მექანიზმს, რომელიც იზიდავს შესატყვის მოვლენებს.

დიახ, ჩვენს ცხოვრებაში, ერთი და იგივე, განმეორებადი სიტუაციები ყოველდღიურობაში თამაშდება. მართალია, სცენა და დეკორაციები იცვლება, მაგრამ თავად სცენარი უცვლელია. მისი სახე ცვლილება დამოკიდებულია, ჩემს მზაობაზე მივიღო არსებული, ვაღიარო, მოვემადლიერო, დავასრულო ძველი და დავწერო ახალი სცენარი, ახალი როლები სასურველი ფინალით.

რადგან, ზუსტად ვიცი, სამყარო ერგება ჩვენს აღქმას, მის მოწყობაზე...

როგორია შენი სამყაროს აღქმა?
აბა, მომწერე, რას ქმნი დღეს?
როგორი ხარ დღეს და საიდან იწყებ?

- შენი წარსულით შექმენი ის რაც დღეს გაქვს!
მოგწონს? - გილოცავ! მშვენიერია! ყოჩაღ!

არ მოგწონს? - ახლა, აქ, ამ წუთს, ახლავე, გადაუდებლად მიიღე არსებული, გადაუხადე მადლობა და შექმნი! გახდი შემოქმედი!!“, - წერს თამარ კვარაცხელია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„როგორც კი ადამიანებს არ მოსთხოვ სიყვარულს, პატივისცემას, უცოდველობას - დაიწყება შენი ურთიერთობების დალაგება“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

„პარტნიორთან ჯანსაღი ურთიერთობა, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ცხოვრების ხარისხს“ - ექიმი ნინო ჩოგოვაძე მენტალურ ჯანმრთელობაზე

🎥 „ქალი იდეალური ტანით“ - ქრისტინე იმედაძის სოცქსელში გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა