Digest Logo

„პარტნიორთან ჯანსაღი ურთიერთობა, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ცხოვრების ხარისხს“ - ექიმი ნინო ჩოგოვაძე მენტალურ ჯანმრთელობაზე

1761045469
ნინო ჩოგოვაძე

ცნობილი ექიმი ნინო ჩოგოვაძე ჟურნალ OK-თან ამბობს, რომ ქალისთვის უმნიშვნელოვანესია მოწესრიგებული ძილი. 

მისი თქმით, ნერვული სისტემა და ჯანსაღი ცხოვრების წესი – ეს ორი უნივერსალური რამაა, რაც, ზოგადად, განსაზღვრავს ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას:

„ქალისთვის უმნიშვნელოვანესია მოწესრიგებული ძილი.

ორგანიზმი ღამის ძილის დროს მნიშვნელოვან ჰორმონებს გამოიმუშავებს. ნერვული სისტემა და ჯანსაღი ცხოვრების წესი – ეს ორი უნივერსალური რამაა, რაც, ზოგადად, განსაზღვრავს ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას.

უმნიშვნელოვანესია, გქონდეს საქმე, რომელიც გიყვარს, გახალისებს, გამოძრავებს. ეს შეიძლება იყოს ბაღი, სადაც ფუსფუსებთ.

ადამიანი მოძრაობისთვისაა შექმნილი. დამდგარ წყალს ყოველთვის ეკიდება შლამი, მდინარე კი მოჩქეფს.

და ბოლოს – პარტნიორთან ჯანსაღი ურთიერთობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ცხოვრების ხარისხს“, -  ამბობს ნინო ჩოგოვაძე.

ფოტო: ალექსეი სეროვი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ქალი იდეალური ტანით“ - ქრისტინე იმედაძის სოცქსელში გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა

„გამწმენდი და ტრანსფორმაციული თვე, რომელიც განსაკუთრებულ დაძაბულობას მოუტანს პირველ დეკადას“ - ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

„სამყარო არ ტოვებს შეუმჩნევლად მათ, ვინც ბოლომდე იბრძოლა - ის აჯილდოებს მათ არა მხოლოდ წარმატებით, არამედ სულიერი სიმშვიდით“ - ზაზა ჯაიანი