ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც ადამიანების შესახებ საუბრობს და როგორც თავად წერს, ყველას მისი ცხოვრება აქვს:
„მისი ცხოვრება მისია. შენი ცხოვრება - შენი.
არ აქვს მას უფლება ჩაერიოს შენს ცხოვრებაში და არ გაქვს შენ უფლება ჩაერიო სხვის ცხოვრებაში.
თუ თავს უფლებას მისცემ ჩაერიო სხვის ცხოვრებაში, განიხილო და მერე სეირს უყურო, ან თავს დაესხა და გალანძღო, ამ დროს აუცილებლად შენს ცხოვრებაში ავი ძალა ჩაერევა და აგირევს ცხოვრებას.
დააკვირდით, როგორი არეულია ხალხი, რა დღეში არიან ჩავარდნილები ადამიანები და რა დღეში აგდებენ ერთმანეთს. ქაოსია ირგვლივ. უარესი იქნება. მენტალური დაავადებების პრობლემებს იწვევს სოციალური ქსელი.
ფრთხილად იყავი, ზოგჯერ ადამიანი შეიძლება ისე დაგიახლოვდეს, შეცდომები ჩაგადენინოს და მერე ამით ისარგებლოს.
ზოგი ისე გაგაშინაურებს, საშუალებას გაძლევს ფამილარულად მოექცე, რაღაც გათქმევინოს, მერე მიხვდე, რომ ბოდიში მოიხადო და ამასაც სათავისოდ გამოიყენებს ოდესმე.
იცხოვრე შენთვის, აკეთე შენი საქმე, აკეთე სიკეთე, ისე, რომ არ დაელოდო მადლობას. მშვიდად რომ იყოთ და შეეგუოთ. იცოდეთ: დაწყებულია ხანა სიბრიყვის, უმეცრების, დაუნახაობის, უმადურების, გამძაფრებული შურის და ბოღმის. მძვინვარებს გულის და გონების სიბრმავე.
ავმა ადამიანებმა არ იციან ავები რომ არიან. სხვის ჯიბრზე, სხვის ჯინაზე, სხვის დასანახად, სხვის გულის გასახეთქად. ასე ცხოვრობდა და არ ეგონა, რომ მოკვდებოდა და აქ, დედამიწაზე დატოვებდა ყველაფერს.
აქა-იქ შემორჩენილი ღვთისნიერი, კეთილი, მადლმოსილი, მადლიერი, კაცთმოყვარე, მოსიყვარულე ადამიანები, ვარსკვლავებივით ბრწყინავენ. დიდხანს იყავით, გაიხარეთ და წყალობა მოგეცეთ“, - წერს გია ჯაჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕4 დეკემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით