ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი 25 იანვრის რეკომენდაციებს გვიზიარებს:
„25 იანვარი: დასრულებისა და განახლების ენერგია
დღეს საერთო დღე იმართება რიცხვი 9-ის ენერგიით.
სამყარო გვთხოვს — გავუშვათ, რაც დასრულდა, და გულით გავცეთ.
რა არის სასურველი დღეს:
აკეთეთ სიკეთე მადლობის მოლოდინის გარეშე
დაკავდით სპორტით და იზრუნეთ სხეულზე
დაალაგეთ სახლი — გაათავისუფლეთ სივრცე ძველისგან
დაეხმარეთ მათ, ვისაც ახლა სჭირდება მხარდაჭერა
დაასრულეთ საქმეები მსუბუქი გულით — ხვალ ახალი ციკლი იწყება
რისი თავიდან აცილებაა მნიშვნელოვანი:
კონფლიქტებისა და კამათის — ემოციები დღეს ძლიერია
სხვების კონტროლის სურვილის
ივარჯიშეთ გააზრებულ სუნთქვაში, შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე
და ახალი შესაძლებლობები თავად მოგძებნიან.
ასევე დღეს კვირაა და ეს დღე განსაკუთრებით წარმატებულია მათთვის, ვინც დაბადებულია
1, 10, 19, 28 რიცხვებში
თქვენი იღბლის ფერები: თეთრი და წითელი“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ფული მოდის ოფიციალური სამსახურიდან ან ტრადიციული ბიზნესიდან“ - 25 იანვრის ტაროლოგიური პროგნოზი
⭕„სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, მაღალია ავარიების ალბათობა“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით