
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.
მან ამჯერად მორიგი საინტერესო პოსტი გაავრცელა, სადაც 12 მაისის სავსემთვარეობაზე წერს:
„მნიშვნელოვან პერიოდს გავდივართ ცის კაბადონზე: 12 მაისს თბილისის დროით 20:55 საათზე გვექნება სავსემთვარეობა მორიელის ზოდიაქოს ნიშანში.
სავსემთვარეობა ესაა ასტრონომიული მოვლენა, როდესაც დღის და ღამის მანათობლები ერთმანეთის ოპოზიციურ ველში განლაგდებიან, ამ დროის შემდგომ მთვარე იწყებს კლებას.
კურო - ფიქსირებული ფენის წარმომადგენელი, სტიქია - მიწა. გამოირჩევა სიდინჯით და მყარი ხასიათით. არ მოსწონს ძირეული და ხშირი ცვლილებები. სიმბოლოა მიწის და მატერიალური კეთილდღეობის.
მორიელი - ესეც ფიქსირებული ნიშანია. სტიქია - წყალი. გაცილებით ღრმა, მისტიკური და სტრატეგიულია.
თითქმის მაისის ბოლომდე წინა ხაზზე წამოვა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მიღება-გაცემის თემა, ახლა შეგიძლიათ ერთხელ და საბოლოოდ გადაწყვიტოთ დიდი ხნის გადაუჭრელი ამბები, რაც ეხება მიწას, ქონებას, ასევე დანატოვარს, რემონტს, თქვენს ფსიქიკას, ცრუ განგაშს, ნეგატიურ ფიქრებს. დრო მისაღებია ფსიქოლოგიური კონსულტაციებისა და სულიერი ბუნების გაძლიერებისთვის.
პიკის მომენტში მთვარე აკეთებს მძიმე ოპოზიციას პლანეტა ურანზე, რაც ქმნის დამატებით პრობლემებს. თანაც, იმ ფონზე, როცა ურანი გადის კუროს ნიშნის 26-ე დამამთავრებელ გრადუსს და მეტად ახლოსაა ფიქსირებულ ვარსკვლავ ალგოლთან.
„ალგოლი” - ესაა ფიქსირებული ვარსკვლავი, კუროს ნიშნის და ფართოდ გამოიყენება არაბულ სამყაროში X საუკუნიდან. ესაა ,,დემონის თავი”. (პტოლემეოსის გორგონის თავი). რთული ხასიათის ნატურაა, ხან და ხან, იძლევა მძიმე ცხოვრებისეულ ხვედრს.
ამ ოპოზიციის პარალელურად, გვაქვს ძალიან კარგი ტრიგონი პლანეტა სატურნზე. ამიტომ, თუ თქვენ კარგად დაგეგმავთ და გაწერთ იმას თუ რის გაკეთება გსურთ, არ დაიზარებთ მიყვებით თანმიმდევრობას, ახლა შეიძლება ბევრი რამ გამოვიდეს.
სხვა შემთხვევაში, იქნება შანსი ქაოსის და არეულობის, რიგ ლოკალურ ადგილებში სამოქალაქო დაპირისპირებისთვის ან მკაფიო შურისძიების. შესაძლოა იყოს რთული ბრძოლა - მიწისთვის. არაა გამორიცხული დაპირისპირება ფართომასშტაბიან ხასიათში გადაიზარდოს.
ამ რამდენიმე დღის მანძილზე ეცადეთ, რომ არ გაღიზიანდეთ. მეტად დაისვენეთ. მიჰყევით ყოველდღიურ გამოწვევებს. დრო კარგია ბუნებასთან კონტაქტისა და რელაქსისთვის. მიწის ენერგიის გამომუშავება შეიძლება მისაღები რაოდენობით, ასევე დამუხტვა და შინაგანი განახლება.
ფრთხილად იყავით და მოსცილდით ისეთ ხალხს, რომლებიც დაკავებულნი არიან შავი მაგიით ან ატარებენ ნეგატიურ ინფორმაციებს. სავსემთვარეობა მორიელში საამისოდ სახიფათოც კია!
დაასრულეთ წარსულში დარჩენილი საქმეები და იფიქრეთ განახლებაზე“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საოცარი კადრებია...“ - რუსა ჩაჩუა ახალ ფოტოებს აქვეყნებს
⭕„ბაბუებსაც აქვთ საკუთარი მოლოდინები...“ - რას წერს გია მურღულია შვილიშვილზე?