
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც შვილიშვილის, მანუ მურღულიას ახალ წამოწყებაზე წერს;
„ეს ჩემი მანუს ახალი ნაბიჯია მუსიკალური წარმატების გზაზე - შეიქმნა შესანიშნავი ბენდი, რომელთან ერთადაც ბევრი საინტერესო შემოქმედებითი პროექტი განხორციელდება.
შვილიშვილები ბაბუებს სიყვარულის გარდა სხვა გზას არ უტოვებენ.
ბაბუებსაც აქვთ საკუთარი მოლოდინები.
და ისინი კარგ საფუძვლებს, მარადიულ ღირებულებებს, ნიჭიერებასა და პასუხისმგებლობას ეყრდნობიან.
ბევრი სიკეთე, სიხარული და შემოქმედებითი გამარჯვება მანუს ბენდს!“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: