როგორი იქნება სექტემბრის მთავარი რისკები და გამოწვევები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ამის შესახებ „შენი დილის“ ეთერში ასტროლოგი სოფია ბზეკალავა საუბრობს.
„ბევრი ადამიანის ცხოვრებაში მიდის ემოციური გადაფასება. ბევრი ადამიანის ცხოვრებაში იქნება მომენტი, რა მინდა და რა არის საჭირო.
სექტემბრის ბოლო კვირას გაიზრდება ადამიანებში ნარცისული შემოტევები“, - ამბობს ასტროლოგი.
♈ ვერძი
იქნება შფოთვები, რომელიც წარსულის იმედგაცრუებას და ჯანმრთელობას უკავშირდება, რაც არარეალურია. დადგებით ამოცანის წინაშე, რომ შეცვალეთ თქვენი ცხოვრება და დაიწყოთ სიახლეები. გაუსწორეთ ახალ რეალობას თვალი, შეიძლება შეიცვალოთ სამსახური და მოგიწიოთ რთული დიალოგები.
♉ კურო
აკონტროლეთ ემოციები. ინფორმაციას, რომელსაც მიიღებთ გადაამოწმეთ და ეცადეთ არ აჰყვეთ ჭორებს და გამოიჩინოთ მოთმინება.
♊ ტყუპები
ყველაფერი ურთიერთობებზე გაივლის, გექნებათ მაღალი ემოციური ფონი. იყავით გულრწლეფელები კომუნიკაციის დროს და იმოქმედეთ.
♋ კირჩხიბი
გაქვთ შანსი ბევრი რამე შეცვალეთ თქვენ ცხოვრებაში და დააჩქაროთ ყველაფერი, გადააფასოთ რა არ გინდათ და ვინ არ გინდათ იყოს თქვენ ირგვლივ. ასევე ეცადეთ დაალაგოთ საკუთარ თავთან ურთიერთობა.
♌ ლომი
დაანებეთ თავი უსარგებლო შფოთვებს. გაუსწორეთ თვალი შიშებს. თქვენთვის იქნება გარდამტეხი კომუნიკაციები, რომელიც ყველაფერს თავის ადგილას დააყენებს.
♍ ქალწული
შეიძლება პარტნიორული ურთიერთობები სხვა თვალით დაინახოთ და მიხვდეთ, რომ რესურსი რომელსაც გასცემდეს სხვანაირად გამოიყენოთ. მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხებია, რომელიც უკავშირდება ფულს. არ გამოიტანოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები.
♎ სასწორი
მთავარი მოთამაშეები ხართ თქვენ. არ გააუფასუროთ საკუთარი თავი. ეცადეთ არ გადააჭარბოთ თქვენ ძალაუფლებას.
♏ მორიელი
საინტერესო პერიოდს გადიან, ვიღაცისთვის ეს პირდაპირი გაგებით ზღვარზე ყოფნაა. ერთის მხრივ თქვენ გაძლევენ შანსს თავი იგრძნოთ ყველაფრის ბატონ პატრონად, მეორე მხრივ კი არის მომენტი როგორ გამოიყენებთ ამ შანსს.
♐ მშვილდოსანი
ისინი იქნებიან კარგი მედიატორები და თქვენი ენერგიაც მაღალია. მოგიწევთ საკუთარ თავში იპოვოთ მეტი რესურსი და გამოიყენოთ ეს რესურსი.
♑ თხის რქა
თქვენ ვინც იყავით გაურკვევლობაში ბოლო 2 კვირის მანძილზე, დაბრუნდება თქვენ ცხოვრებაში ძველი დიალოგები და მოგიწევთ გაჭრათ ახალი ფანჯარა.
♒ მერწყული
მიზიდულობა და ინტუიცია მაღალია. შესაძლოა დარჩეთ იმ რუტინაში რომელშიც ხართ, თუმცა გახსოვდეთ რომ გიწევთ დაუბრუნდეთ ძველ საქმეებს და გაიგოთ რა გინდათ და რა შეგიძლიათ. ეცადეთ დაალაგოთ პრიორიტეტები.
♓ თევზები
დაბნელებას ყველაზე მეტად თქვენ გრძნობთ, ახლა თქვენი ემპათია უფრო გამძაფრებულია. ახლა გიწევთ მოიხსნათ ნიღაბი საკუთარი თავის წინაშე, რადგან სამყარო გასწავლით რომ თუ საკუთარ თავს თქვენ არ ატყუებთ, მაშინ არც სხვა მოგატყუებთ.
უახლოეს წელიწად-ნახევარში მიხვდებით თუ რამდენი რამის გაკეთება შეგძლებია.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: