Digest Logo

„დაბნელებების დერეფანი სრულდება, ამიტომ დღეს განსაკუთრებით კარგია...“ - როგორ გავატაროთ 28 აგვისტო?

1787894760
თაკო მელიქიშვილი

სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება თევზებში

დღეს ძალიან ემოციური და ენერგიულად დატვირთული დღეა. თევზების ენერგია აძლიერებს მგრძნობელობას, ინტუიციას, სიზმრებსა და შინაგან შეგრძნებებს.

შესაძლოა, წარსულმა კვლავ შეგახსენოთ თავი გაცოცხლდეს ძველი ემოციები, მოგონებები და დაუსრულებელი თემები. ნუ ეცდებით ყველაფრის დაუყოვნებლივ ლოგიკურად ახსნას — ზოგიერთი პასუხი გონებით კი არა, შინაგანი შეგრძნებებით მოდის.

მზე და მერკური ურანთან დაძაბულ ასპექტშია
ამან შეიძლება გამოიწვიოს:
• მოულოდნელი ამბები
• მკვეთრი საუბრები
• გეგმების უეცარი ცვლილება;
• მოვლენების სრულიად სხვა მიმართულებით განვითარება.
ამიტომ ძლიერი ემოციების დროს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. ჯერ დამშვიდდით, გააანალიზეთ თქვენი მდგომარეობა და შემდეგ გადაწყვიტეთ, როგორ მოიქცეთ.

როგორ გავატაროთ ეს დღე?
დღეს ეცადეთ:

• ნაკლებად ჩაერთოთ კონფლიქტებში;
• ემოციის პიკზე არ გაარკვიოთ ურთიერთობები;
• არ სცადოთ საკუთარი სიმართლის ნებისმიერ ფასად დამტკიცება
• მეტი დააკვირდეთ საკუთარ თავსა და მიმდინარე მოვლენებს.

ყურადღება მიაქციეთ იმას, რაც დღეს განსაკუთრებით გტკივათ ან გაღიზიანებთ. დააკვირდით, რომელ თემებთან გაბრუნებთ ცხოვრება, რა საუბრები მეორდება, ვინ ჩნდება მოულოდნელად და როდის გიჩნდებათ შინაგანი განცდა: „ასე გაგრძელება აღარ მინდა.“

სწორედ ამ მომენტებმა შეიძლება მიგანიშნოთ, სად დადგა ცვლილებების დრო.

აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება სიზმრებს
დღევანდელი და მომდევნო ღამის სიზმრები ჩაიწერეთ. მათი პირდაპირი მნიშვნელობით აღქმა აუცილებელი არ არის ყურადღება მიაქციეთ ემოციებს, სიმბოლოებს, ადამიანებსა და განმეორებად სიუჟეტებს.
ზოგჯერ სიზმრები ძალიან ნათლად გვაჩვენებს იმას, რის დანახვასაც დღისით ვერ ვახერხებთ.

გაათავისუფლეთ სივრცე
დაბნელებების დერეფანი სრულდება, ამიტომ დღეს განსაკუთრებით კარგია სივრცის გათავისუფლება:
• გადაყარეთ ძველი და უსარგებლო ნივთები;
• გააჩუქეთ ის, რასაც აღარ იყენებთ
• დაალაგეთ კარადა ან ერთი თარო
• მოაშორეთ სახლიდან ყველაფერი, რაც თავის დროს უკვე მოემსახურა.

არ არის აუცილებელი მთელი სახლის გენერალური დალაგებააირჩიეთ ერთი ოთახი, კარადა ან თარო და რეალურად გაათავისუფლეთ ადგილი.

გამწმენდი პრაქტიკები
შეგიძლიათ:
• მიიღოთ მარილიანი შხაპი ან აბაზანა;
• მარილიანი წყლით მოწმინდოთ იატაკი;
• აანთოთ სანთელი და მშვიდად შემოიაროთ სახლი.
დღეს უმჯობესია გათავისუფლებასა და გაწმენდაზე იმუშაოთ და არა ახალი სურვილების სასწრაფოდ მოზიდვაზე. ჯერ გაუშვით ის, რამაც თავისი დრო უკვე ამოწურა.

რას უნდა დააკვირდეთ განსაკუთრებით?
• ურთიერთობებს
• ფინანსებს
• შინაგან მდგომარეობას
• სხეულის სიგნალებს
• სამსახურსა და თვითრეალიზაციას.

თუ რომელიმე სფეროში განსაკუთრებული დაძაბულობა იგრძნობა, ნუ უგულებელყოფთ შესაძლოა, სწორედ იქ არის თემა, რომელსაც გადახედვა სჭირდება.

დღის მთავარი გზავნილი
ნუ შეგეშინდებათ მიმდინარე მოვლენების და თითოეულ შემთხვევას ნიშნად ნუ აღიქვამთ. თუმცა თვალს ნუ დახუჭავთ იმაზე, რაც დიდი ხანია მეორდება და თქვენს ყურადღებას ითხოვს.

ზოგჯერ დაბნელებას ახალი არაფერი მოაქვს ის უბრალოდ ძალიან მკაფიოდ გვაჩვენებს იმას, რაც გულის სიღრმეში ისედაც ვიცოდით.