
რესპუბლიკელი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობას ასტროლოგიური ხედვით გამოეხმაურა ასტროლოგი აკაკი გოგოლაძე. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კირკის დაბადების ზუსტი საათი უცნობია, ვარაუდობენ, რომ მას თხის რქის ასცენდენტი ჰქონდა - მკაცრი და ასაკზე უფროსის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელიც აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში და საზოგადოების ცნობიერებაში კონსერვატორ პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბდა.
ასტროლოგის განმარტებით, მკვლელობის დროს ტრანზიტული სატურნი, როგორც ასცენდენტის მმართველი, ოპოზიციაში იმყოფებოდა ვენერასთან, და ამ რუკაში განსაკუთრებით ძლიერია დგას მე-8 სახლში, სიკვდილის სიმბოლოში. ასევე, ტრანზიტული იუპიტერი, როგორც მე-12 სახლის მმართველი, ოპოზიციას ქმნიდა პირველ სახლთან და კვადრატს მზესთან, რომელიც მე-8 სახლის მმართველია - რაც ასტროლოგის განმარტებით, ძალადობრივი მკვლელობის სიმბოლიკაზე მიუთითებს.
გარდა ამისა, მკვლელობის დროს ტრანზიტული მარსი ზუსტად შეერთებული იყო მზესთან, რაც კიდევ უფრო აღწერდა დაძაბულ პერიოდს. ამასთან ასტროლოგი მიუთითებს, იმ გარემოებას, რომ მკვლელობა დაემთხვა დაბნელებების დერეფანსაც, რომელიც მე2 მე-8 სახლის ღერძზე გადის 21 სექტემბრამდე.
„ჩარლი კირკი რესპუბლიკელი აქტივისტი იყო, რომელსაც 10 სექტემბერს სიტყვით გამოსვლისას იარაღით მოკლეს. დაბადების საათი არსად იყო მითითებული, მაგრამ ჩემი ვარაუდით, მას თხის რქის ასცენდენტი ჰქონდა, რადგან იყო 31 წლის, ჰგავდა უფრო ასაკიანს, ჰქონდა მკაცრი, უხეში სახის ნაკვთები და საზოგადოებაც იცნობდა მას როგორც კონსერვატორ ადამიანს.
პლუს, პოლიტიკურ საკითხებში აქტიურად იყო ჩართული და ლოგიკურია, რომ მე-9, მე-10 და მე-11 სახლები დატვირთული ჰქონოდა. ამ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ ტრანზიტში, როდესაც მოკლეს, აქტიური იყო სატურნი, როგორც ასცენდენტის მმართველი.
ტრანზიტული სატურნი (ასცენდენტის მმართველი) დგას ოპოზიციაში ვენერასთან; ვენერა ამ რუკაში ძალიან გავლენიანია, რადგან მმართველია მზის, მთვარის და იუპიტერისა და დგას მე-8 სახლში (სიკვდილის სახლში).
ტრანზიტული იუპიტერი, რომელიც მართავს მე-12 სახლს და გადის მე-7 სახლს, ოპოზიციას ქმნის პირველ სახლთან და კვადრატს - მზესთან, რომელიც მე-8 სახლის მმართველია.
1-7, 8 და 12 სახლების ნეგატიური კავშირი ასახავს ძალადობრივ მკვლელობას, დაფარულად.
ტრანზიტული მარსი ზუსტად შეერთებულია მზესთან, რაც დამატებით აღწერს დაძაბულ პერიოდს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მკვლელობა დაბნელებების პერიოდში მოხდა და მის რუკაში 2-8 სახლის ღერძზე ხვდებოდა“, - წერს აკაკი გოგოლაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ბექა ხოფერია ახალ რჩეულთან ერთად იტალიაში მოგზაურობს - წყვილის რომანტიკული კადრები ვენეციიდან
⭕ალექსანდრა პაიჭაძე ბარსელონაში მოგზაურობს - მოდელის ცეცხლოვანი ფოტოები