Digest Logo

🎥 „დადებთ თეფშზე და ბოლომდე დაფარავთ მარილით, გააჩერებთ 5 საათი...“ - თუ გინდა გათავისუფლდე ჯანმრთელობის პრობლემებისგან, მაშინ ჩაატარე ეს რიტუალი 20 ნოემბერს

1763561240
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ახალმთვარეობის დღეს ჩასატარებელ რიტუალზე საუბრობს:

„20 ნოემბერს არის ახალმთვარეობა. 

აიღე ფურცელი, კალამი, ჩამოწერე ყველაფერი ის, რაც გინდა შენი ცხოვრებიდან წავიდეს. პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, შენი ვალები, თუნდაც ადამიანები, ვისთანაც განშორება გსურს. 

ყველაფერს რომ ჩამოწერთ, დადებთ თეფშზე და ბოლომდე დაფარავთ მარილით. გააჩერებთ 5 საათი და შემდეგ ამ ფურცელს დაწვავთ, მარილთან ერთად ჩარეცხავთ წყლით“, - ამბობს თაკო მელიქიშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დედასავით ლამაზი და საყვარელი“ - რა კადრებს აქვეყნებს ევა ბარბაქაძე

⭕„უმაგრესი დედა-შვილი“ - თიკა ფაცაცია უფროს ვაჟთან ერთად დუბაიში მოგზაურობს

🎥 „30 ნოემბრამდე ტექნიკა არ შეიძინოთ...“ - ნოემბრის მეორე ნახევრის ასტროპროგნოზი და რეკომენდაციები თათია გარანიძისგან