Digest Logo

🎥 „30 ნოემბრამდე ტექნიკა არ შეიძინოთ...“ - ნოემბრის მეორე ნახევრის ასტროპროგნოზი და რეკომენდაციები თათია გარანიძისგან

1763549169
თათია გარანიძე

ფსიქოლოგი, ნუმეროლოგი და ბედის მატრიცის სპეციალისტი თათია გარანიძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას ნოემბრის მეორე ნახევრის ასტროპროგნოზს უზიარებს.

მისი თქმით, რეტროგრადული მერკური განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს სამყაროს ენერგიებზე, შესაბამისად თავი უნდა შევიკავოთ მკვეთრი ნაბიჯებისგან:

„ამ წლის ყველაზე რთული პერიოდი იწყება. თუ შენ გეყოფა იმის გამბედაობა, რომ კვანტური ნახტომი გააკეთო, საუკეთესო მომავალში, მაშინ შეძლებ მიიღო ის, რაც, ყველაზე მეტად გსურს.

გვაქვს რეტროგრადული პერიოდი 30 რიცხვამდე. ეს არის ის პერიოდი, სადაც ხდება გაუთვალისწინებელი მომენტები. გეგონათ რომ ყველაფერი დალაგებულია, მაგრამ ისეთი რაღაც მოხდა, თავზარი დაგეცათ. შესაძლოა, დაბრუნდნენ ყოფილები. თუ ისინი ჯერ კიდევ გეჭიდავებიან, ესე იგი არ გაუშვი ისინი სათანადო მიმართულებით.

გადარეულია ტექნიკაც, ყველა ის მოწყობილობა, რომლებიც ელექტროენერგიასთან იყო კონტაქტში.

სასურველია, ახლა არ შეიძინოთ. თუ რაიმე გაგიფუჭდათ, 30 ნოემბრის შემდეგ შეიძინეთ“, - ამბობს თათია გარანიძე ვიდეოში.

მეტის გასაგებად, იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„თვალები გამიფართოვდა“ - ალექსანდრა პაიჭაძე სექსუალურ კადრებს აქვეყნებს

⭕3 პროდუქტი წონის კონტროლისა და სისხლში გლუკოზის ბუნებრივი გზით დასარეგულირებლად - არუნ ხათრი ასახელებს

⭕ „შანტაჟით გადაიბირა დაზარალებული და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდა“ - ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო