27 აგვისტო | ფულადი ჯეკპოტის დღე
ჩემო ძვირფასებო, ხვალ დაბნელებების დერეფანი სრულდება, დღეს კი „ფულის ცხრიანის“ დღეა! დღის ენერგიებია 9 • 9 • 9, ამიტომ ეს დღე განსაკუთრებით ძლიერია წარმატების, ფინანსებისა და სურვილების ასრულებისთვის.
აუცილებლად დაიხატეთ „ფულის ცხრიანი“ მწვანე ან წითელი ფერით. გვერდით შეგიძლიათ მიაწეროთ ფინანსური აფირმაციები: რომ იზიდავთ ფულს, ცხოვრობთ სიუხვეში და გაქვთ ყველაფერი, რაც გსურთ.
დღეს ყველაფერი, რაც რიცხვ 27-ს უკავშირდება, თქვენს სასარგებლოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ: 27 ნაბიჯი, 27 გამეორება ან 27 მოქმედება. შექმენით საკუთარი პრაქტიკა და თამამად შეასრულეთ.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თქვენს აზრებს. დღეს საკუთარ თავს ნეგატივზე ნუ დააპროგრამებთ და ნუ გაიმეორებთ: „მე არაფერი გამომივა“. ამის ნაცვლად თქვით:
„მე ბედნიერი, წარმატებული და საყვარელი ვარ. მე ვიზიდავ ფულსა და სიუხვეს!“
მთავარია, არ გაღიზიანდეთ, არ აჰყვეთ ემოციებს და ხმას არ აუწიოთ. 9 • 9 • 9-ის ძლიერი ენერგია დღეს შექმნისკენ მიმართეთ და არა კამათის, წყენისა და ყველაფრის ერთიანად დასრულებისკენ.
იარეთ ახალი გზებით, ისწავლეთ, მოუსმინეთ პოზიტიურ მუსიკას და აკეთეთ ის, რაც შთაგაგონებთ. მაქსიმალურად გაემიჯნეთ ნეგატივს და ნუ გამოკვებავთ მას თქვენი ენერგიით.
აუცილებლად გამოეწყვეთ! დღეს ისე უნდა გამოიყურებოდეთ, რომ სარკეში ჩაიხედოთ და გაიფიქროთ:
„აი, ეს არის ქალი! აი, ეს არის წარმატება და სიუხვე!“
სურვილები კი აუცილებლად ხელით, ფურცელზე ჩამოწერეთ — განსაკუთრებით ის, რისი შემოტანაც მომავალში თქვენს ცხოვრებაში გსურთ.
დაე, დღევანდელმა დღემ მოგიტანოთ ფული, სიყვარული, წარმატება, ბედნიერება და ყველაზე თამამი სურვილების ასრულება!