
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში პერიოდულად ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც სატურნის რეტროგრადულობაზე საუბრობს:
„13-17 ივლისის პერიოდში სატურნი სტაციონარულ მდგომარეობაში იქნება. 17-დან კი უკუსვლით დაიწყებს მოძრაობას, ანუ რეტროგრადული გახდება.
სტაციონარული ანუ გაჩერებული სატურნი აფერხებს ყველა იმ პროცესს, რაც მის განკარგულებაში შედის. ამიტომ ამ ოთხი დღის განმავლობაში არ ვიწყებთ ახალ სამსახურს, სახლის მშენებლობას, ძვლოვანი სისტემის მკურნალობას, სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობას, მინერალების ყიდვას ან გააქტიურებას.
ვცდილობთ მეტი ყურადღება დავუთმოთ უფროსი ასაკის ადამიანებს, დავიცვათ კანონი, წესები, ვიყოთ პუნქტუალურები...
სტაციონარული პლანეტები ხშირად უცნაურ, უსიამოვნო მოვლენებს ემთხვევიან ხოლმე. დაიცავით სიფრთხილე, ნუ გაემგზავრებით მთაში, მით უმეტეს მეწყერსაშიშ ზონებში.
ვის შეეხება რთული სათქმელია, რადგანაც სატურნს ასევე აბარია კარმული სასჯელები, ასე რომ, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს... ვისაც დაშავებული აქვს, იმათ მოეკითხებათ“, - წერს ხათუნა ნოელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ქორწილს არ გირჩევთ ზაფხულის ბოლომდე...“ - თაკო მელიქიშვილი ზოდიაქოს ორ ნიშანს აფრთხილებს