2024 წლის 20 მარტს გაზაფხულის ბუნიობაა და როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს განსაკუთრებული ენერგია აქვს. 20 მარტს დღისა და ღამის ხანგრძლივობა ტოლია და უძველესი დროიდან, ბუნიობას ადამიანები განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ. ეს დღე გაზაფხულის შემოსვლასთან, ბუნების გამოღვიძებასა და ოჯახში სიახლეებისა და წარმატების შესვლასთან ასოცირდებოდა.
აღნიშნულ თემაზე ასტროლოგმა რამაზ გიგაურმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას დღევანდელი დღე მიულოცა.
„20 მარტს, თბილისის დროით 7:07 საათზე მზე ვერძის ზოდიაქოს პირველ გრადუსში გადაინაცვლებს.
ეს გაზაფხულის ბუნიობა და სეზონური (არა კალენდარული) გაზაფხულის პირველი დღეა.
ხვალიდან ბუნება რეალურად „გაიღვიძებს“ - ზამთრის ძილისგან გამოვა და „გაცოცხლდება“. ეს არის ბუნებისგან აღდგომის დასაწყისი.
გარდა ამისა, 20 მარტი - ასტროლოგიური ახალი წელი და ასტროლოგიის საერთაშორისო დღეა. ასე რომ, ვულოცავ ყველა ასტროლოგს და ყველა ადამიანს, ვისაც ასტროლოგია აინტერესებს.
ასევე ვულოცავ ყველას, ვინც ნოვრუზს ზეიმობს. განსაკუთრებით ჩვენს აზერბაიჯანელებს და რა თქმა უნდა, ვულოცავ ყველა ვერძის ნიშნით დაბადებულ ადამიანს, რადგან დაიწყება მათთვის ზოგადად ერთთვიანი დადებითი პერიოდი. შეუტიეთ!“, - წერს რამაზ გიგაური.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემი სიყვარული“ - მარიტა როხვაძე საქმროსთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს