Digest Logo

„დაიწყო სასიკეთო პერიოდი - ეს პერიოდი მაქსიმალურად მოგებიანად და წარმატებულად გამოიყენეთ“ - რამაზ გიგაური

1665658405
ასტროლოგი რამაზ გიგაური და კოსმოსი

ასტროლოგი რამაზ გიგაური მიმდინარე პერიოდის ასტროლოგიურ პროგნოზს ავრცელებს და წერს, რომ 18 ოქტომბრამდე სასიკეთო ცვლილებების დროა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.

„12 ოქტომბერს დასრულდა სავსემთვარეობის ჰიპერნეგატიური გავლენა დაიწყო შედარებით სასიკეთო პერიოდი, რომელიც 18 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამიტომ ეს პერიოდი მაქსიმალურად მოგებიანად და წარმატებულად გამოიყენეთ.

ნუ გადადებთ იმ საქმეებს სამომავლოდ, რომლებიც თქვენი მხრიდან უშუალო და რაც მთავარია, მომენტალურ ჩარევას მოითხოვენ.

ნეგატიურ ასპექტად შეიძლება ჩავთვალოთ მერკური-იუპიტერის ოპოზიცია (სრული გავლენა 10-15 ოქტომბერი). ამ დროს სასურველია უარი ვთქვათ არარეალურ იდეებსა და კავშირებზე (მით უმეტეს, რომ ჯერ კიდევ ძლიერია მარსი-ნეპტუნის ნეგატიური ასპექტიც) და ინფორმაცია აუცილებლად გადავამოწმოთ, რადგან მატულობს მოტყუების ალბათობა. გარდა ამისა, ის საქმეები თუ გამოწვევები, რომლებიც ჩვენს წინ არის ნელ-ნელა, ეტაპობრივად განვახორციელოთ. არ არის საჭირო ზედმეტი ენთუზიაზმის გამოვლენა და საკუთარი თავისთვის გადამეტებული პასუხისმგებლობის დაკისრება.

მთლიანობაში პოზიტიური იქნება გრძელვადიანი პროექტების დაწყება, ასევე სასიყვარულო და ფინანსური თემების განვითარება. ეს კარგი პერიოდია პირად ცხოვრებაში სერიოზული ურთიერთობების დაწყებისთვის ან განვითარებისთვის (განსაკუთრებით თუ ეს ურთიერთობები აგვისტოში ან სექტემბერში დაიწყო).

ამ პერიოდში ძლიერია მზე-მარსის სასიკეთო ასპექტი (გავლენა 12-20 ოქტომბერი), რომელიც აძლიერებს სიმამაცეს, გაბედულებას, მიზანსწრაფვას, თავდაჯერებულობასა და ლიდერობას. ეს ასპექტი განსაკუთრებით ხელს შეუწყობს იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო პერიოდში რაიმე ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავდნენ“, - წერს რამაზ გიგაური.