სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი Astrologia.ge „ფეისბუკზე“ წერს, რომ 4 თებერვალი მერკურის დღეა და მთვარე სასწორის ზოდიაქოშია, რის გამოც გეძლევათ საშუალება, თქვენი სურვილები მარტივი ტექნიკით აისრულოთ.
პრაქტიკისთვის დაგჭირდებათ ფურცელი, კალამი და წიგნი, რომელიც თქვენთვის სიბრძნის სიმბოლოა:
„მერკურის რიტუალი: „აზრის და სიტყვის ძალა“:
რადგან ოთხშაბათია მერკურის დღე და მთვარე სასწორშია, გირჩევთ:
დღეს დაწერეთ თქვენი მთავარი სურვილი ფურცელზე, ოღონდ ისე, თითქოს ის უკვე შესრულდა. დაწერეთ ლამაზად, მერკურს უყვარს ესთეტიკა. შემდეგ ფურცელი დაკეცეთ და შეინახეთ წიგნში, რომელიც თქვენთვის სიბრძნის სიმბოლოა.
რატომ მუშაობს: მერკური მართავს წერასა და კომუნიკაციას, სასწორი კი – ბალანსსა და სილამაზეს. თქვენი ჩაწერილი სურვილი დღეს განსაკუთრებულ ენერგეტიკულ ფორმას იღებს და სამყაროსთვის გასაგები ხდება.
საინტერესო იდეებით სავსე ოთხშაბათს გისურვებთ.
დაე, ძალა იყოს ჩვენთან!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 2 ნიშანი, რომელთათვისაც 4 თებერვლიდან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეტაპი დაიწყება