Digest Logo

„დედამიწა უარყოფით ენერგოველში შევიდა, ურთიერთგაგება მცირდება... ყურადღებით იყავით ჯანმრთელობასთან და განწყობასთან“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

1714373318
მიხეილ ცაგარელი

რა ხდება ცის კაბადონზე, რა გველის ასტროლოგიური თვალსაზრისით და რა ტენდენციებია ასტროლოგიური კუთხით - აღნიშნულ თემაზე ქვეყნის მთავარმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

როგორც თავად ამბობს, დედამიწა უარყოფით ენერგოველში გადავიდა, რის გამოც პერიოდი საყურადღებოა.

„დედამიწა უარყოფით ენერგოველში შევიდა და 10 მაისამდე გასტანს. პერიოდი ითხოვს მეტ ყურადღებას, ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები, გაგება მცირდება. ჯანმრთელობის პრობლემები მეტად იჩენს თავს, განწყობაც იკლებს. 7-8-სკენ ამინდიც კი გაუარესდება.  

8-ში გვაქვს ახალმთვარეობა. დღეს ვენერა(სიყვარულის, ხელოვნების მმართველი პლანეტა) გადაინაცვლებს კუროს ზოდიაქოს ნიშანში, 23 მაისამდე, ანუ საუკეთესო პერიოდია ქორწინებისა და სიყვარულისთვის, პოეზიის, დიზაინისა და არქიტექტურისათვის. 

ხვალ, 30 აპრილს, მარსი( საქმიანობის, ენერგიის და ომის მმართველი პლანეტა) გადაინაცვლებს ვერძში. აგრესია არ არის კარგი, რადგან უფრო მეტად დაძაბავს ურთიერთობებს. 

პარასკევს ყურადღება მიაქციეთ ვინ გაქებთ, აი, ვინც შეგაქებთ იმისგან თქვენი მოტყუების მცდელობა იქნება ყველაზე მაღალი. 

მიმდინარე კვირაში გვაქვს სამი გეომაგნიტური დღე: ოთხშაბათი, ხუთშაბათი და კვირა. გექნებათ დისკომფორტი, თავის ტკივილი, ხასიათის ცვალებადობა იჩენს თავს. ყურადღება მიაქციეთ წნევას!“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „რა მოხდებოდა ეს რომ საქართველო არ იყოს? „ხელუკუღმა“ მოხვდებოდა „ღრანჭებში“ - რა კადრები ვრცელდება სოცქსელში

⭕დღეს, 29 აპრილს რუსთაველზე „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება

⭕შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი - გარემოს ეროვნული სააგენტო