დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, რასაც 28 აგვისტოს თევზების ნიშანში მოსალოდნელი მზის დაბნელებაც ემატება - ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას მოსალოდნელი გაუგებრობების, კონფლიქტებისა და ტრავმების შესახებ აფრთხილებს.
მისი თქმით, ამ პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ საბუთებთან ურთიერთობისას და ჯანმრთელობაზე ზრუნვასა თუ დასვენებას მეტი დრო უნდა დაუთმოთ.
ნახეთ პროგნოზი, ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს და ვის მართებს შედარებით მეტი სიფრთხილე.
ვერძი: საჭიროა სიფრთხილე; მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს.
კურო: შედარებით სტაბილური პერიოდია, თუმცა ფინანსებში ყურადღება გმართებთ.
ტყუპები: იმატებს გაუგებრობები; აკონტროლეთ კომუნიკაციები და საბუთები.
კირჩხიბი: ემოციური ფონი მატულობს; იზრუნეთ სულიერ სიმშვიდეზე.
ლომი: ენერგიების დაქვეითებაა მოსალოდნელი; მოერიდეთ რისკებს.
ქალწული: ყურადღება მიაქციეთ პარტნიორულ ურთიერთობებსა და ჯანმრთელობას.
სასწორი: გადაიღლებით; აუცილებელია მეტი დასვენება და განტვირთვა.
მორიელი: შედარებით გიმართლებთ, თუმცა ემოციებს ნუ აჰყვებით.
მშვილდოსანი: ოჯახურ საკითხებში სიფრთხილე და თმენა გმართებთ.
თხის რქა: აკონტროლეთ ინფორმაცია; მგზავრობისას იყავით ყურადღებით.
მერწყული: ფინანსური ზარალის რისკია; მოერიდეთ მსხვილ დანახარჯებს.
თევზები: დაბნელების ეპიცენტრში ხართ; მაქსიმალურად გაფრთხილდით.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: