Digest Logo

დეკემბერში ზოდიაქოს 3 ნიშანს დიდი სიყვარული ელის - ვინ შეხვდება თავის ადამიანს?

1795274697
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

დეკემბერი ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის შესაძლოა რომანტიკული სიახლეებითა და მოულოდნელი შეხვედრებით აღმოჩნდეს გამორჩეული. ასტროლოგების პროგნოზით, კირჩხიბებს, ქალწულებსა და მერწყულებს ახალი ურთიერთობის დაწყების ან მეგობრობის სიყვარულად გადაქცევის შანსი ექნებათ:

კირჩხიბი

დეკემბერში კირჩხიბებს სიყვარულის საპოვნელად მეტი აქტიურობა მართებთ. ნუ ჩაიკეტებით სახლში - წადით წვეულებებზე, რესტორნებში, საინტერესო ღონისძიებებსა და უბრალოდ გაისეირნეთ. სწორედ ასეთ გარემოში შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.

ქალწული

ქალწულებისთვის დეკემბერი ახალი ნაცნობობებით იქნება დატვირთული. მოვლენები შესაძლოა სწრაფად განვითარდეს და მეგობრობა ისე გადაიზარდოს რომანტიკულ ურთიერთობაში, ვერც კი შეამჩნიოთ.

თუმცა ნუ იჩქარებთ და ურთიერთობის დასაწყისში თვალს ნუ დახუჭავთ საყურადღებო ნიშნებზე. მნიშვნელოვანია, რომ შეყვარებულობის მიუხედავად, რეალობას ობიექტურად შეხედოთ.

მერწყული

მერწყულებს სიყვარული შესაძლოა მოგზაურობის დროს შეხვდეთ. საბედისწერო ნაცნობობა შეიძლება ჯერ კიდევ გზაში, მატარებელში ან თვითმფრინავში მოხდეს.

ასტროლოგების პროგნოზით, ახალი ადამიანი შესაძლოა სწორედ იმ ტიპაჟს შეესაბამებოდეს, როგორზეც დიდი ხანია ოცნებობთ. ამიტომ ნუ იტყვით უარს ახალ შესაძლებლობებზე და მიეცით საკუთარ თავს ბედნიერების შანსი.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕დამწვარი გზის დასასრული: უთანხმოებისა და წყენის საფრთხე, როგორ შევინარჩუნოთ ჰარმონია?

⭕„საქორგგაზი“ – ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, გეგმური შემოწმებისას ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო

⭕„პრაქტიკა, რომელსაც „ფინანსური წმენდა“ ჰქვია, უაღრესად მარტივია, თუმცა სასწაულებს ახდენს!“ - რას წერს ფენშუის სპეციალისტი

წყარო: trend.ge

✕