Digest Logo

„პრაქტიკა, რომელსაც „ფინანსური წმენდა“ ჰქვია, უაღრესად მარტივია, თუმცა სასწაულებს ახდენს!“ - რას წერს ფენშუის სპეციალისტი

1795263120
ფინანსური დასუფთავება

შენიშნეთ, რა სწრაფად გარბიან დღეები? თითქოს ახლა დადგა შემოდგომა და უკვე ნოემბრის შუა პერიოდსაც გავცდით. რაც უფრო ვუახლოვდებით ახალ წელს, მით უფრო გვსურს, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად იყოს მოწესრიგებული, განსაკუთრებით კი - ფინანსები.

👛 საერთოდ ნოემბერი, მჭიდრო კავშირშია ფულთან და ვიცი, რომ ბევრისთვის ფინანასური საკითხი ამჟამად განსაკუთრებით აქტუალურია. ქონების დაზოგვის, მოპოვებისა და ზრდისთვის საჭიროა საცხოვრებელ სივრცეში წესრიგი დავამყაროთ.

🏠 ჩვენი სახლი ჩვენი მთავარი ენერგეტიკული ბანკია. გოგოებო, სწორედ დროულია ფულის ენერგია გამოვაღვიძოთ! ნოემბერი და ფინანსები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია🤝 2027 წელს ფინანსური საკითხები ხშირად წამოიწევს წინა პლანზე, ამ ეტაპზე კი ნოემბერი თქვენს ფინანსებში წესრიგის დამყარებას მოითხოვს.

💦 ამჟამად წყლისა და მიწის სტიქიები ერთმანეთს ხვდება და ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის. იმისათვის, რომ ამ ნიადაგში ფულმა „გაიხაროს“, მას სუფთა გარემო სჭირდება - ადგილი, სადაც ენერგია არ ჩერდება და არ „ჭაობდება“, ამიტომ, ამ თვეში ჩვენი მთავარი მიზნებია:

✔ იმის შენარჩუნება, რაც უკვე გაქვთ,

✔ იმის მიღება, რაც კანონიერად გეკუთვნით,

✔ იმის გამრავლება, რასაც ფლობთ.

მოდით, საკუთარ თავს დავეხმაროთ. თანაც, პრაქტიკა, რომელსაც „ფინანსური წმენდა“ ჰქვია, უაღრესად მარტივია, თუმცა სასწაულებს ახდენს! 💫 ჩვენ მას შესაფერის დღეს, დროს და, რა თქმა უნდა, თქვენი სახლსა, თუ ბინის შესაფერის ადგილას ჩავატარებთ.

🧭 სექტორი - აღმოსავლეთი

24 ნოემბერი 14-16 სთ. ან/და 20-22 სთ, თქვენი დროით (არ აკეთებს მაიმუნი).

26 ნოემბერი 10-12 სთ. ან/და 22-24 სთ. თქვენი დროით (არ აკეთებს ძაღლი).

29 ნოემბერი 10-12 სთ. ან/და 12-14 სთ. თქვენი დროით (არ აკეთებს ხარი).

ავტორი: თამო შავლიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ნოემბრის 21 რიცხვი არის უდიდესი ნათელი ენერგიებით სავსე, რადგან ხარობს როგორც მიწიერი, ასევე სულიერი სამეფო“ - გიორგი ლობჯანიძე

⭕„დამწუხრებულია მთელი ქვეყანა, გლოვის დღეები გვაქვს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, განსაკუთრებით ვიხსენიებთ ყველა იმ გარდაცვლილ ადამიანს, ვევედრებით უფალს, მთავარანგელოზებს, რომ შეეწიონ მათ სულებს“ - პატრიარქი

⭕„3 წლის თაია დედას რომ იკითხავს, რას ეტყვიან? თითქოს ყველაფერი, რაც აქამდე გვაწუხებდა, ერთ წამში უმნიშვნელო გახდა“ - ბარბარა სამხარაძე ფონიჭალის ტრაგედიაზე

✕