
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი 18 აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:
„ჰოროსკოპი 18 აგვისტოსთვის
მთვარის დღე — 25 / 26
მთვარის ფაზა — კლებადი მთვარე ტყუპებში / კირჩხიბში
ვერძი
დღე დაძაბული იქნება. ნუ იჩქარებთ, რადგან შეცდომები დამატებით პრობლემებს მოგიტანთ. მოსალოდნელია, რომ შეხედულებები შეგეცვლებათ და შეძლებთ იქიდან ახალი შესაძლებლობა შექმნათ.
კურო
დღეს არ არის საუკეთესო დრო აქტიური შრომისა და რისკისთვის. ავანტიურა სასიკეთოდ არ დასრულდება. ყურადღება მიაქციეთ იმ ადამიანებს, ვინც რაღაცას დიდი ხანია გთხოვთ — შეიძლება, დრო არის პოზიცია შეცვალოთ.
ტყუპები
ურთიერთობებში მშვიდობის შესანარჩუნებლად უმჯობესია დღე განცალკევებით გაატაროთ. საღამოს თავი აარიდეთ კამათს. უმჯობესია, საკუთარ ჰობებსა და საოჯახო საქმეებს მიუძღვნათ დრო. სამსახურში ნუ მიაქცევთ ყურადღებას კოლეგების შურს.
კირჩხიბი
დღე მშვიდად გაატარეთ და კამათს თავი აარიდეთ. თუ ახალი შემოთავაზება იქნება, თანხმობა მოგიტანთ მნიშვნელოვან გამოცდილებას.
ლომი
მიზნების მისაღწევად საჭიროა რეალური ხედვა და არა ფანტაზიები. ნუ იქნებით ზედმეტად ოპტიმისტი. სასურველია, რომ გარშემომყოფებს რჩევა ჰკითხოთ.
ქალწული
კარგი დღეა შემოქმედებითი ადამიანებისთვის. თუ თქვენი საქმე ხელოვნებასთან არ არის დაკავშირებული, მაინც სცადეთ ახალი მიდგომა — ეს ახალ იდეებსა და შთაგონებას მოგიტანთ.
სასწორი
არ იფიქროთ, რომ ვინმე თქვენს მაგივრად შეასრულებს საქმეს. კონცენტრირდით და მოერიდეთ დროის დაკარგვას. საღამოს შეგიძლიათ დაისვენოთ და მეგობრებს შეხვდეთ.
მორიელი
სჯობს ნელა იმოქმედოთ, ნაბიჯ-ნაბიჯ. სიჩქარემ შეიძლება შეცდომები გამოიწვიოს. კარგი დროა სახლის დალაგებისთვის, განსაკუთრებით თუ ამას სხვებთან ერთად გააკეთეთ.
მშვილდოსანი
თუ ფიქრობდით, როდის დადგებოდა დრო ცუდი ჩვევების დასაძლევად — ეს დღე სწორედ ამისთვისაა. კარგი იქნება, თუ სპორტს ან სუფთა ჰაერზე სეირნობას დაუთმობთ დროს.
თხის რქა
ახლობლები მოგმართავენ იდეებით და თხოვნებით, რაც საფიქრალს გაგიჩენთ. რთული საკითხების გადაწყვეტა დღეს არ ღირს. ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობას, იოგას ან გასეირნებას დაუთმეთ.
მერწყული
შეიძლება იმედგაცრუება იგრძნოთ, რადგან ზოგი საქმე თქვენზე არ იქნება დამოკიდებული. მაგრამ თქვენი სამართლიანობა და სიძლიერე ხელმძღვანელობას მოეწონება. იყავით მტკიცე და ნუ დაიხევთ უკან.
თევზები
დღეს სჯობს სერიოზული და გადამწყვეტი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, რადგან თავადაც არ ხართ დარწმუნებული მათში. შესაძლოა, სხვების ზეწოლით იმოქმედოთ. უმჯობესია სახლში საქმეებს მიხედოთ“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საოცარი გოგო ხარ“ - ლიზი ქონიაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს
⭕„ყველა დარდის გაუქმება“ - გიორგი კეკელიძე შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს
⭕„უმშვენიერესი, ულამაზესი, უსაყვარლესი“ - ბაბი კირკიტაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს