Digest Logo

🎥 „დღე ემოციურად გადატვირთულია, შიშები, შფოთვები და დაძაბული ასპექტები გვაქვს“ - 18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

1726638855
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 18 სექტემბრის შესახებ ისაუბრა. როგორც ასტროლოგი გვირჩევს, მთვარის დაბნელების პერიოდს მაქსიმალურად ფრთხილად უნდა შევხვდეთ.

„გვაქვს სავსე მთვარე, ამავდროულად მთვარის დაბნელება და უკურსო მთვარის პერიოდი. 

დღის დადებითი მხარეები, რომლებიც მიზერულად არსებობს, არის ის, რომ გვეძლევა შესაძლებლობა ჩვენს პრობლემებს გარედან შევხედოთ, მათი მნიშვნელობა და მიზეზები გავიგოთ.

მთლიანად დღე უფრო ემოციურად გადატვირთულია, შიშები, შფოთვები და დაძაბული ასპექტები გვაქვს. პესიმიზმისკენ, დეპრესიისკენ, შფოთვისკენ მიდრეკილება მოიმატებს და გაღვივდება. გაგვიჭირდება იმის გაგება რა გავაკეთოთ.

ამ დღეს ადამიანები თავს ცუდად გრძნობენ და ეს ნორმალურია. საკმაოდ რთული და სტრესული დღეებია, გარკვეულ ფატალურობის ელემენტებს მოიცავს. 

ეს ციკლის პირველი დაბნელებაა, კვანძები ამ დროს სასწორსა და ვერძშია. მომდევნო პერიოდებში აქტიური იქნება ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ბალანსში ყოფნის თემები.

18-ში არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი თემების წინ წამოწევა, სასურველი არ არის ექსტრემი. შენაძენებისთვისაც ცუდი დღეა“, - ამბობს ხათუნა ნოელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

შორენა ბეგაშვილი მოგზაურობას განაგრძობს - მოდელი შავ საცურაო კოსტიუმში პოზირებს

🎥 შორენა ბეგაშვილის და ევა ბარბაქაძის ზღაპრული მოგზაურობა იტალიაში გრძელდება - „საოცარი გოგოები“

⭕„პირობას ვდებ რომ ყველა ფეხბურთელის, ოლიმპიელი თუ პარაოლიმპიელის საჩუქრებს ჩავყვებით ბოლომდე! ყველამ უნდა გაიგოს ვინ იყო კეთილსინდისიერი და ვინ ითამაშა პიარზე და ნებართვების მოსაპოვებლად!“ - ლაშა ბასლანძე