ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 23 ნოემბრის ენერგიებზე საუბრობს:
„23 ნოემბერი: დღე სულიერი ტრანსფორმაციისთვის
დღეს საერთო ენერგიას მართავს ციფრი 7 — სიღრმის, ინტუიციის და სულიერი განახლების ვიბრაცია. ეს დღე გაძლევს პასუხებს, თუ გაჩერდები, გაიმშვიდებ გონებას და მოუსმენ შიგნით არსებულ ხმას.
რა გააკეთო დღეს:
ყურადღება საკუთარ თავზე — იოგა, მედიტაცია, სუნთქვითი ვარჯიშები
მოძრაობა და სიარული — 6–8 კმ მშვიდი ნაბიჯებით განტვირთავს გონებას
სულიერება — ტაძრის, ან უბრალოდ მშვიდი სივრცის მონახულება
ნდობა პროცესის მიმართ — ნებისმიერი კრიზი, რაც დღეს გამოჩნდება, შენი ზრდისთვისაა.
რისგან შეიკავო თავი:
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ან დოკუმენტების ხელმოწერა
ეგოს გამოხტომები — მოთხოვნილება, წყენა, ჭარბი პრეტენზიები
ემოციები დღეს უფრო აქტიურია
ვიზიტები ექიმთან — მხოლოდ რეალური საჭიროების შემთხვევაში
ბონუს ენერგია დღისთვის
დღეს კვირაა და ის განსაკუთრებით იღბლიანია მათთვის, ვინც დაბადებულია 1, 10, 19, 28 რიცხვში.
საბედნიერო ფერები: თეთრი და წითელი“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ღმერთების ციკლური ჩანაცვლება და პროგრამული გადატვირთვა“ - ვატო მსხილაძის განხილვა
⭕„უნიჭიერესი ხარ, ძალიან მომეწონა“ - როგორ აფასებენ ბარბარა სამხარაძის ახალ სიმღერას