მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში თემაზე „ღმერთების ციკლური ჩანაცვლება და პროგრამული გადატვირთვა“ წერს.
მისი თქმით, სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, არ არის ქაოსური მოვლენების შემთხვევითი ნაკრები და არც თავისუფალი ნების სათამაშო მოედანი, ეს არის უაღრესად ზუსტი, მათემატიკურად გათვლილი და დაუნდობელი მექანიკა, სადაც ჩვენი ცნობიერება მოქცეულია გლობალური პროგრამის „გალიაში“, რომელსაც კოსმოლოგიაში „ღვთაებების 16 სახე“ ან ენერგეტიკული ველები ეწოდება
„ღმერთების ციკლური ჩანაცვლება და პროგრამული გადატვირთვა:
სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, არ არის ქაოსური მოვლენების შემთხვევითი ნაკრები და არც თავისუფალი ნების სათამაშო მოედანი, ეს არის უაღრესად ზუსტი, მათემატიკურად გათვლილი და დაუნდობელი მექანიკა, სადაც ჩვენი ცნობიერება მოქცეულია გლობალური პროგრამის „გალიაში“, რომელსაც კოსმოლოგიაში „ღვთაებების 16 სახე“ ან ენერგეტიკული ველები ეწოდება.
ეს არ არიან მითოლოგიური პერსონაჟები, არამედ რეალური, ინტელექტუალური პროგრამული პაკეტები, რომლებიც დედამიწას გარს აკრავს და ფილტრავს ნეიტრინოების ნაკადს, რითაც განსაზღვრავს კაცობრიობის ქცევას, რწმენებსა და შიშებს კონკრეტულ ეპოქაში.
მთელი ეს სისტემა მუშაობს „პრეცესიის“ ანუ ციკლური ბრუნვის პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ დროის ნებისმიერ მოცემულ მომენტში, გლობალური „პროჟექტორი“ ანათებს მხოლოდ ერთ კონკრეტულ სექტორს, მხოლოდ ერთ ღვთაებას და სწორედ ის ხდება იმ ეპოქის მთავარი „რეჟისორი“ და მამოძრავებელი ძალა, ხოლო დანარჩენი 15 პროგრამა გადადის ფონურ რეჟიმში ან სრულიად ითიშება, რაც ქმნის უხილავ, მაგრამ ფატალურ კედელს მათთვის, ვინც ამ ცვლილებას ვერ ხედავს.
ამ კოსმოსური თეატრის გასაგებად, უნდა წარმოვიდგინოთ დედამიწის გარშემო არსებული 16 სექტორი, როგორც ოთხ დიდ კვარტალში გადანაწილებული პროგრამული უზრუნველყოფა, სადაც თითოეული ღვთაება პასუხისმგებელია ადამიანური გამოცდილების კონკრეტულ ნიუანსზე.
ინიციაციის კვარტალში, რომელიც გონებასა და მიზანს განაგებს, ვხვდებით „კალის“ - ნგრევისა და განწმენდის ძალას, „მიტრას“ - რომელიც მეგობრობასა და შეთანხმებებს კურირებს, „მიქაელს“ - რომელიც იერარქიასა და უდანაშაულობას იცავს და „იანუსს“ - ორსახოვან ღმერთს, რომელიც ციკლების დასაწყისსა და დასასრულს მართავს.
ცივილიზაციის კვარტალში, სადაც აზრი ხორცს ისხამს, დომინირებს „მაია“ - ილუზიისა და ფორმის შემქმნელი, „ლაკშმი“ - სიმდიდრისა და ესთეტიკის მფარველი, „პარვატი“ - ოჯახური სტაბილურობის გარანტი, და „მაატი“ - ჭეშმარიტებისა და კანონის აღმრიცხველი.
დუალიზმის კვარტალში, სადაც ურთიერთობები იბადება, ვხვდებით „თოთს“ - ლოგიკისა და სტრატეგიის არქიტექტორს, „ჰარმონიას“ - რომელიც კონფლიქტების დაბალანსებას ცდილობს, "ქრისტეს" - რომელიც სხეულში სულის ჩამოსვლასა და მსხვერპლს განასახიერებს, და "მინერვას" - ბრძოლისა და შრომის ქალღმერთს.
ხოლო მუტაციის კვარტალში, სადაც სიკვდილი და ტრანსფორმაცია მეფობს, ბატონობს "ჰადესი" - სიღრმისა და სიბნელის მბრძანებელი, „პრომეთე“ - ტექნოლოგიური პროგრესისა და ცეცხლის მომტანი, "ვიშნუ" - დიდი დამცველი და მონოთეიზმის ფუძე და ბოლოს „ბორბლის მცველები“, რომლებიც თავად ბედისწერის ციკლებს მეთვალყურეობენ.
მთელი ტრაგედია და კომედია იმაში მდგომარეობს, რომ ეს ველები არ მუშაობენ ერთდროულად ერთი და იმავე სიმძლავრით - როდესაც გლობალური ციკლი (რომელიც დაახლოებით 400 წელი გრძელდება) გადადის კონკრეტულ კარიბჭეში, იმ კარიბჭის მფლობელი ღვთაება იღებს „საკეტის" გასაღებს და მთელი კაცობრიობა იწყებს ვიბრირებას ამ ერთი კონკრეტული პროგრამის მიხედვით. მაგალითად, 1615 წლიდან დღემდე, ჩვენ ვცხოვრობდით „ვიშნუს" დომინაციის ქვეშ, რამაც შექმნა ეპოქა, სადაც მთავარი თემები იყო კოლექტიური დაცვა, ინსტიტუციური რელიგიები, სოციალური კონტრაქტი - „იმუშავე და სისტემა მოგივლის“ და რწმენა იმისა, რომ არსებობს გარე ძალა, რომელიც ჩვენზე ზრუნავს. ეს იყო „ვიშნუს“ თამაში და ამ თამაშში ყველა სხვა პროგრამა ემორჩილებოდა ამ მთავარ სცენარს, მაგრამ 2027 წელს ხდება კოსმოსური „აპდეითი“, პროჟექტორი გადადის კარიბჭეზე, რომელიც ეკუთვნის „კალის“ ველს, და აქ იწყება კატასტროფა იმათთვის, ვინც მექანიკას არ იცნობს.
როდესაც „კალი“ ხდება მთავარი მამოძრავებელი ძალა, „ვიშნუს“ არხი ითიშება - ეს ნიშნავს, რომ სოციალური დაცვის, ინსტიტუტების სტაბილურობისა და კოლექტიური ზრუნვის პროგრამები კარგავენ ენერგეტიკულ მხარდაჭერას, ისინი იქცევიან "მკვდარ ხაზებად", სადაც დენი აღარ გადის. ადამიანების უმრავლესობა, რომელსაც არ ესმის ეს გადართვა, აგრძელებს ძველი ღმერთის ძებნას და ცდილობს აამუშაოს ის ინსტრუმენტები - იქნება ეს პოლიტიკური გაერთიანებები, რელიგიური დოგმები თუ სოციალური გარანტიები - რომლებიც საუკუნეების მანძილზე მუშაობდა, მაგრამ ახლა ხელში ადნებათ. ეს არის უდიდესი აცდენა რეალობასთან: ისინი გამეტებით ებრძვიან „კალის“ შემოსვლას (რომელიც მოითხოვს ნგრევას, ინდივიდუალიზაციას და სულის გაღვიძებას) და ცდილობენ, ძალისმიერად შეინარჩუნონ "ვიშნუს" წესრიგი, რაც ენერგეტიკულად იგივეა, რომ ცდილობდე მდინარის დინების შეჩერებას ხელებით. ეს ბრძოლა წარმოშობს კოლოსალურ წინააღმდეგობას, გამოფიტვას და ავადმყოფობას, რადგან ისინი ითხოვენ დაცვას იქ, სადაც დაცვის ფუნქცია გაუქმებულია, და ეძებენ ერთობას იქ, სადაც პროგრამა ითხოვს განცალკევებას.
სწორედ აქ ჩანს კონტრასტი „პრიმიტიულ“ და „გაცნობიერებულ“ არსებობას შორის - პრიმიტივი არის ის, ვინც ებრძვის მიმდინარე ციკლის ღვთაებას (მაგალითად, "კალის") ძველი ციკლის ღვთაების ("ვიშნუს") სახელით, მას ჰგონია, რომ იცავს ტრადიციას ან სიკეთეს, სინამდვილეში კი ის ებრძვის იმ ციკლის ღვთაებას და ეჯახება კედელს, რომელიც არ დაინგრევა. გაცნობიერებული ადამიანი კი, რომელიც წვდება სამყაროს და ღვთაებების პრინციპს, ხვდება, რომ "ვიშნუს" დრო წავიდა და ახლა "კალის" წესებით უნდა ითამაშოს - ეს ნიშნავს არა ნგრევის გაღმერთებას, არამედ ნგრევის პროცესის მიღებას, როგორც აუცილებელი ქირურგიული ჩარევისა; ის არ ცდილობს ძველი სისტემების რეანიმაციას, არამედ იყენებს ახალ "აპდეითს" - ინდივიდუალურ სულს და შინაგან ავტორიტეტს - რათა იმოძრაოს იმ ქაოსში, რომელსაც ახალი პროგრამა ქმნის.
საბოლოო ჯამში, ეს არ არის მორალური არჩევანი „კეთილსა" და „ბოროტს“ შორის, ეს არის მექანიკური არჩევანი ფუნქციონირებასა და ატროფიას შორის - ვინც ახალ ღვთაებასთან სინქრონშია, ის იღებს ენერგიას, ხოლო ვინც ძველს ებღაუჭება, ის რჩება ისტორიის ფურცლებზე, როგორც ევოლუციური ნარჩენი, რომელიც ვერ შეეგუა კოსმოსური ამინდის ცვლილებას“, - წერს ვატო მსხილაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„უნიჭიერესი ხარ, ძალიან მომეწონა“ - როგორ აფასებენ ბარბარა სამხარაძის ახალ სიმღერას