Digest Logo

დღეს ახალმთვარეობაა - იფიქროთ მხოლოდ კარგსა და სასიამოვნოზე

1648793789
მიხეილ ცაგარელი

ახალმთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზისა და მთვარის ენერგიების ვერძის ზოდიაქოს ნიშანში შერწყმის შედეგად მოიმატებს გაღიზიანება, აგრესია და დეპრესია, კონფლიქტების და ინტრიგების, ცდუნებების და შეცდომების დაშვების ალბათობა. 

მართალია, დაძაბულობა პიკს 10:25 საათზე მიაღწევს, მაგრამ ნეგატიური ტენდენციები მთელი დღის მანძილზე შენარჩუნდება. ეცადეთ შეინარჩუნოთ ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა, იფიქროთ მხოლოდ კარგსა და სასიამოვნოზე, რადგან როგორც ახალმთვარეობას შეხვდებით, ზუსტად ისეთი იქნება შემდგომი ერთი თვე.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციები, ფინანსური გარიგებები და მსხვილი კაპიტალის დაბანდება, სესხის გაცემა და ფულის ვალად აღება, ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან მჟავე და მარილიანი კერძები, ხორცი და ტკბილეული. არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე გიშერი, ლალი, იაგუნდი, ძოწი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და კირჩხიბს.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„პუტინი და სტალინი მიყვარს. მერე რა, რომ უკრაინაში ბავშვები იხოცებიან, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა“ - გრიშა ონიანი

🔵უბნები თბილისში, სადაც დღეს დენი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

🔵დათუნა მგელაძე და ნინო ფუტკარაძე პარიზში ისვენებენ - ნახეთ, წყვილის თაფლობის თვეში გადაღებული ფოტოები