დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და ენერგიული, უშიშარი და შეუპოვარი ვერძის, მთვარე კი, კონტაქტური და კომუნიკაბელური ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.
გამოიჩინეთ სიფრთხილე საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობისას, რადგან მაღალია ჭორებისა და ინტრიგების, დაცინვისა და მოტყუების ალბათობა.
პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ჭირვეულობა და ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმა, რადგან ასე მხოლოდ გაიფუჭებთ ურთიერთობას, სასურველ შედეგს კი, ვერ მიაღწევთ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, გამოფენებისა და აუქციონების მოსაწყობად, საოფისე და საკანცელარიო ნივთების შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.
ჯანმრთელობა – არ ღირს ძილის წინ გონების ზედმეტი ინფორმაციით გადატვირთვა. მოერიდეთ სიმძიმის აწევას და უჰაერო სივრცეში დიდხანს გაჩერებას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, მოთუშული ბოსტნეულით და ზღვის პროდუქტით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხელებს და მხრებს.
დღის ფერები და მინერალები – ცისფერი, იისფერი, კრემისფერი, ნარინჯისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი, ასევე ტოპაზი, ჟადეიტი, საფირონი, ლაბრადორი და გიაცინტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და თევზებს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„გაიღვიძა, მშობლები ნახა, ვერ კონტაქტობს, მაგრამ ემოციებს გამოხატავს“ - შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებულ ბავშვს ისრაელში გადაიყვანენ
🔵„ერთი წელი და სამი თვე მიუსაჯეს ვინმე გიორგი კახიანს, რომელიც ცხოვრებაში თვალით არ მენახა, სანამ 5 ივლისს არ მომეპარა და ცხვირი არ გამიტეხა...“ - თორნიკე მანდარია