რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი, თორნიკე მანდარია სოციალურ ქსელში ეხმიანება სასამართლოს გადაწყვეტილებას 5 ივლისის საქმესთან დაკავშირებით, სადაც ერთ-ერთი დაზარალებული ჟურნალისტურ კორპუსში თავადაა და წერს.
„ერთი წელი და სამი თვე მიუსაჯეს ვინმე გიორგი კახიანს, რომელიც ცხოვრებაში თვალით არ მენახა, სანამ 5 ივლისს არ მომეპარა და ცხვირი არ გამიტეხა.
სასამართლოს ეს გადაწყვეტილება და სამართლიანობა ისევე შორსაა ერთმანეთისგან, როგორც დედამიწის ორი პოლუსი. და არა იმიტომ, რომ მე ვერ მომინელებია და მაგრად მინდა, ციხეში ამოლპეს, არამედ იმიტომ, რომ მეტი ეკუთვნის.
მოსამართლემ შეცვალა თავდაპირველად წაყენებული მუხლი, ო რ გ ა ნ ი ზ ე ბ უ ლ დანაშაულში მონაწილეობა, უფრო მსუბუქი მუხლით, ჯგუფურად ძალადობით. სხვათა შორის, ეს ჯგუფი, 15-კაციანი, რომელმაც ჩემი მეგობარი დათო ქორიძე გაიგდო და წიხლები ურტყა სახეში, არხეინად ცხოვრობს. ასევე, მოსამართლემ გამორიცხა ჰომოფობიური მოტივი, რაც მათ შორის, ამოძრავებდათ ამათ და რაც დამატებითი სასჯელის ვადაა.
მაგრამ ეს „ჭინჭი დამრტყმელები“ ყველაზე ნაკლებად მადარდებს.
მთავარი, რასაც ივლისის მერე გავიძახით ყველა, ჟურნალისტიან-რედაქტორიან-უფლებადამცველიანად, არის, რომ უნდა დაისაჯონ ო რ გ ა ნ ი ზ ა ტ ო რ ე ბ ი !
თორემ სხვებსაც გადასარევად იპოვიან, რომ მოგვიქსიონ.
ამიტომ, ეს მოჩვენებითი ვითომ განაჩენი უნდა გასაჩივრდეს და პროკურატურამ ერთი ადგილი გაანძრიოს…“, - წერს თორნიკე მანდარია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵VIDEO: როგორ იწყებს დილას 4 შვილის დედა თაკო ტაბატაძე
🔵„ნუ ვეძებთ მიზეზებს იქ, სადაც საძებარი არ არის... ახლა არ არის კინკლაობის დრო“ - ჯემალ ბაღაშვილი
🔵რა ელოდება პუტინს ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებით? - ამბავი უკანასკნელი იმპერიის მმართველზე