Digest Logo

🎥 „დღეს ჩაიფიქრეთ და ისურვეთ ის, რაც გინდათ, რომ მთელი წლის მანძილზე თქვენი თანამდევი იყოს“ - 14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

1718349921
ანზორ ოდიშარია

„დღევანდელ დღეს ჰქვია ფორტუნა, იღბლიანი დღეს არის ზოდიაქოს თითქმის ყველა ნიშნისთვის.  შეგიძლიათ ეს იღბლიანობა იქ გამოიყენოთ, სადაც ყველაზე მეტად გჭირდებათ“, - ამის შესახებ ეზოტერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇

♈ ვერძი

შეგიძლიათ დღის მანძილზე გამოიყენოთ ეს ენერგია და აისრულოთ სანუკვარი სურვილები. კარგი დღეა მოგზაურობისთვის და ახალი თავგადასვლებისთვის.

♉ კურო

თუ თქვენ დღეს მიიღეთ საჩუქარი სამყაროსგან უარი არ თქვათ, მიიღეთ რადგან ეს შეიძლება დიდი წარმატების მომტანი იყოს.

♊ ტყუპები

განსაკუთრებული სიხარული და კეთილდღეობა გელოდებათ, ამიტომ გაიღიმეთ გაიხარეთ და გაუკეთეთ საკუთარ თავს საჩუქარი. ჩაიფიქრეთ და ისურვეთ ის, რაც გინდათ, რომ მთელი წლის მანძილზე თქვენი თანამდევი იყოს. 

♋ კირჩხიბი

შეგიძლიათ იზურნოთ საკუთარ თავზე, ჩაიფიქრეთ სურვილები და დაუთმეთ დღევანდელი დღე საკუთარ თავზე ზრუნვას.

♌ ლომი

თქვენ ენერგეტიკას სჭირდება განახლება და მზრუნველობა. თქვენ შეძლებთ ყველა მოლაპრაკება, რომელიც დღეს გექნებათ წარმატებით დაასრულოთ და ყველა დაითანხმოთ.

♍ ქალწული

თქვენი ენერგია ნაწილდება სამსახურეობრივ და კარიერულ სფეროში. სამსახური მოითხოვდა თქვენგან საკუთარი თავი წარმოგეჩინათ, და დღეს ამის საშუალება გეძლევათ. 

♏ სასწორი

ძლიერი ენერგეტიკული მუხტი მოდის სასწორისგან, თქვენი ენერგია მშვიდი და მოწესრიგებული ხდება. 

სამყაროს დახმარება, კეთილდღეობა, ანგელოზების საჩუქარი თქვენსკენ მოდის და თუ სწორად შეხვდებით შეიძლება ამ დღემ თქვენ ბედისწერაზე დიდი გავლენა იქონიოს.

♏ მორიელი 

იმიჯის და ტანსაცმლის შეცვლა დღეს თქვენზე დადებითად მოქმედებს. იყავით მშვიდები და მოწესირგეებულები.

♐ მშვილდოსანი

გჭირდებათ სასიამოვნო გარემოში ყოფნა. დღეს სოციუმში არის თქვენი ადგილი და არა სახლში. 

♑ თხის რქა 

ისეთი ენერგია გაქვთ შეგიძლიათ გადალახოთ მთები და მიაღწიოთ ყველაფერ იმას რისი სურვილიც გაქვთ. თამამად გამოხატეთ თქვენი იდეები. 

♒ მერწყული

დღე პოზიტიურია, მაგრამ დიდმა ენერგიამ შეიძლება თქვენი გაღიზიანება გამოიწვიოს, ამიტომ უმჯობესია შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ატარეთ მთის ბროლი. 

♓ თევზები

წარმატების პერიოდია, ინვესტიცია სახლის შეძენა, ავტომობილის გაყიდვა, შეძენა კარგად მოქმედებს თქვენზე. ასევე თუ ახალი საქმის წამოწყება გინდათ კარგი პერიოდია. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

🎥 ცნობილი ინფლუენსერების წყვილი იკა და ნათია მესამე ბავშვს ელოდება - კადრები სქესის გაგების ცერემონიიდან