Digest Logo

🎥 „დღეს განსაკუთრებულად უნდა შეიკავოთ თავი სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისგან“ - 11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის ნინა სუსლოვასგან

1739252551
ნინასუსლოვა

„დღეს 11 თებერვალია, დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მარსია. დღევანდელ დღეს არ არის სასურველი ახალი საქმის დაწყება. შეეცადეთ ბოლომდე მიიყვანოთ ძველი საქმეები და დაასრულოთ ის, რაც ხელს გიშლით და გაფერხებთ“, - ამის შესახებ ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა.

რატომ უნდა შევიკავოთ თავი ახალი საქმეების დაწყებისგან და ვის დაუფასდება გაწეული შრომა?  - 11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის:

♈ ვერძი

დღეს შესაძლოა თქვენი შრომა დაფასდეს. არ არის სასურველი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, ახალი საქმის დაწყება, თუმცა საქმე რომელსაც აკეთებდით და შედეგს ელოდით, დღეს შესაძლოა დაინახოთ.

♉ კურო

წარმატება თქვენც გელოდებათ, თუმცა არ იჩქაროთ და ნელა მიჰყევით იმ მოვლენებს, რომლებიც განვითარდება. არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები.

♊ ტყუპები

შეგიძლიათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგათ. მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ, მეორე ნახევარი კი თავისუფლად დატოვეთ.

♋ კირჩხიბი

დღევანდელი დღე საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება, შესაძლოა დაგჭირდეთ საკუთარი პოზიცია დაიცვათ. სუფრაზე ახლობელ ადამიანთან კონფლიქტის ალბათობა არის. თუ ფიქრობთ, რომ მართალი ხართ დაიცავით საკუთარი პოზიცია.

♌ ლომი

დღეს განსაკუთრებულად უნდა შეიკავოთ თავი სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისგან. ყველაფერს ყურადღება მიაქციეთ, რომ შემდეგში არ ინანოთ მიღებული ნაჩქარევი გადაწყვეტილება.

♍ ქალწული

უმჯობესი იქნება თუ მნიშვნელოვან საქმეებს არ დაგეგმავთ. შეეცადეთ მარტივი საქმეებით დაკავდეთ, რადგან შეიძლება კონფლიქტი აღმოჩნდეს იქ, სადაც საერთოდ არ ელოდებით.

♎ სასწორი

კომუნიკაციებისთვის მნიშვნელოვანი დღეა. კარგად დაფიქრდით რას და როგორ ამბობთ. შეეცადეთ მეტად მოუსმინოთ, ვიდრე ილაპარაკოთ.

♏ მორიელი

სამსახურს და საოჯახო საქმეებს შეუთავსეთ დასვენება. დააბალანსეთ, ისე, რომ არც დაიღალოთ და საქმეებიც არ გააფუჭოთ.

♐ მშვილდოსანი

შეეცადეთ კარგად დაინახოთ და შეაფასოთ მოვლენები. დაფიქრდით ცვლილებებზე და ყველა შანსს კარგად დააკვირდით.

♑ თხის რქა

დღევანდელი დღე ერთგვარი გამოცდა შეიძლება იყოს თქვენთვის. არ აიღოთ ახალი ვალდებულებები.

♒ მერწყული

დღეს, მაქსიმალურად უნდა აკონტროლოთ ის, რაც თქვენს ირგვლივ ხდება. რადგან არ გამოგეპაროთ ისეთ რამე, რაც შემდგომში პრობლემას გამოიწვევს.

♓ თევზები

სასურველია ყველაფერს ყურადღება მიაქციოთ, დღის მეორე ნახევარი შესაძლოა უფრო ქაოსური და არეული იყოს. ეცადეთ, გამოიტანოთ დასკვნები, როგორ მოქცევა იქნება თქვენთვის უმჯობესი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕თბილისის ზოგიერთ ქუჩას 11 თებერვლამდე წყალმომარაგება შეეზღუდება

⭕ბუბა მირცხულავა მეორე შვილის მამა გახდა

⭕„დე თავისუფლად მინდა ვიყო, შენთან თავისუფლად ვარ, აქ ვერ ვარ თავისუფლად“ – რას ჰყვება ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა?