![ნათია დიაკვნიშვილი ნათია დიაკვნიშვილი](https://digest.ge/uploads/files/2025/02/10/65096/natia-diakvnishvili_w_h.jpeg)
ბათუმში დაკარგულ 14 წლის მოზარდს, ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ. იგი 16 იანვარს, 22 საათიდან გაუჩინარდა და მას შემდეგ კვალს ვერსად მიაგნეს.
ალექსანდრე ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მეცხრე კლასის მოსწავლეა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე, სკამზე იპოვეს. საქმეში, ჩართულია პოლიცია, სამაშველო სამსახურები.
გაუჩინარებული ბავშვის დედა ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში პერიოდულად აქვეყნებს პოსტებს.
ამჯერად იგი როგორც გადაცემის ანონსიდან ირკვევა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ საუბრობს და შვილს მიმართავს:
„ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ტირილი მისთვის საშინელებაა, არ ვიტირებ დე.. დე თავისუფლად მინდა ვიყო, შენთან თავისუფლად ვარ, აქ ვერ ვარ თავისუფლად. საფეხმავლო ბილიკს გადადის და ხიდთან მისულს აქვს პოსტი დადებული, როგორც კი ეს პოსტი ვნახე განგაშის ზარი დავეცი...“, - ამბობს ნათია დიაკვნიშვილი.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, „გეუბნებოდა, რომ შენთან წაგეყვანა?“, ნათია დიაკვნიშვილი პასუხობს, რომ „დიახ“.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: