Digest Logo

🎥 „დღეს მოერიდეთ კისრის მკვეთ მოძრაობებს, ცივ გაზიან სასმელებს“ - მიხეილ ცაგარელი კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე

1745823303
მიხეილ ცაგარელი

„დედამიწა უარყოფით ენერგოველში გადავიდა, ამიტომ წყალქვეშა დინებებს ყველას გაგვიჩენს, თუმცა პოზიტივიც გვექნება“ - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „იმედის დილაში“ საუბრობს.

მისი თქმით, მიმდინარე კვირაში გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე - ორშაბათი, სამშაბათ, ხუთშაბათი და კვირა. 

„დღეს მოერიდეთ კისრის მკვეთ მოძრაობებს, ცივ გაზიან სასმელებს. ხვალ და ზეგ კი ეცადეთ არ იყოთ უჰაერო სივრცეში, უფრო მეტად იყავით სუფთა ჰაერზე. 

ხუთშაბათი და პარასკევი კარგი იქნება ფოტოგრაფისთვის და კულინარიისთვის, ასევე საოჯახო ურთიერთობებისთვის. 

შაბათ-კვირას კი გაუფრთხილდით გულს, მოერიდეთ სოლარიუმში და აბანოში წასვლას, ასევე სიმძიმეების აწევას.

ვენერა, სიყვარულის და ფულის მმართველი პლანეტა თევზებიდან გადადის ვერძის ნიშანში 6 ივნისამდე იქ იქნება, რაც ზრდის შემოსავალს და სასიყვარულო ურთიერთობებიც წინ წამოიწევს“, - ამბობს ასტროლოგი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„აივიმ და ავამ იციან, როცა ღამდება და ცაზე ვარსკვლავი აციმციმდება გოგოჩა ბაბუა! ანათე გოგიჩა ბაბუ, ჩვენ ყველგან გვწვდები“ – გიორგი გოგიჩაიშვილი 57 წლის გახდებოდა, რას წერს ნათია ბანძელაძე

⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში? - პროგნოზი რეგიონების მიხედვით

🎥 „არ ენდოთ ახალ გაცნობილ ადამიანებს“ - 28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან