Digest Logo

„დღეს მოერიდეთ რენტგენის და ექოსკოპიის გაკეთებას“ - მიხეილ ცაგარელი

1655701036
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და ენერგიული, კონტაქტური და კომუნიკაბელური ტყუპების, მთვარე კი ემოციური და მგრძნობიარე, ქველმოქმედი და მეტად ემპათიური თევზების ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

არ ღირს ფარულად მოქმედება და საიდუმლო რომანების გაბმა, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამჟღავნდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მოთმინება და მეტი თავშეკავება, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ კონფლიქტის თავიდან არიდებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ რენტგენისა და ექოსკოპიის გაკეთებას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან, ხორცის, ცხარე და მჟავე საკვების მირთმევისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ლიმფურ და ნერვულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყვითელი, ფირუზისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, მარჯანი, ამეთვისტო და გიშერი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს, ლომს, მშვილდოსანს და მერწყულს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔘 მეუღლესა და ქალიშვილზე ძალადობა, სასტიკად ნაცემი ბიზნესმენი და 20 წლით პატარა რჩეული - სკანდალებში გახვეული დავით კოდუას პირადი ამბები

🔘 🎥 ცნობილი სტუმრები, ორსული დედოფლის ენერგიული ცეკვა, ამღერებული ალექსანდრა პაიჭაძე და სხვა ამბები ნანუკა გულუას ქორწილიდან

🔘 რატომ ცხოვრობს დედის გარეშე ლუკა შუბითიძე - „მისი დამსახურებაა ლუკა დღეს რომ ცოცხალია... ძალიან დიდი რისკის ქვეშ იყო...“