დღევანდელი დღე გეომაგნიტური ენერგიებით არის აღსავსე. ამიტომ გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა. მეტად დაისვენეთ. დღეს ნუ აჰყვებით ცუდ განწყობას, მაღალია მოტყუების ალბათობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე –კარგი დღეა კუჭ-ნაწლავისა და ფილტვების მკურნალობისთვის, მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად, სარესტავრაციო სამუშაოებისთვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის, ნადირობისა და თევზაობისათვის. ეპილაციისთვის, საათების შესაძენად, მცენარეების დარგვა-გადარგვისათვის. დღეს მოერიდეთ სიმძიმეების აწევას. საკვებ რაციონში ნუ შეიტანთ ხორცს, ტკბილეულს და ალერგიის გამომწვევ პროდუქტების. ნეგატიური დღეა ვაჭრობისთვის, ქორწინებისთვის, ფინანსური ოპერაციებისთვის.
ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კბილები და კანის არე.
დღის ფერები და მინერალები – ნაცრისფერი, ლურჯი მწვანე, ყავისფერი, კრემისფერი და ყვითელი. ონიქსი, ქრიზოპრაზი აქატი, ოპალი და მარჯანი, ეს მინერალები გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროს, კირჩხიბის, ქალწულისა და მორიელისთვის, დღეს ნაკლებად გაუმართლებთ ლომებს სასწორებს, მშვილდოსნებსა და მერწყულებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ამ ფაქტმა ჩემზე ძალიან იმოქმედა“ - რის გამო დაინგრა აჩიკო მეფარიძის ოჯახი?
წყარო: fortuna.ge