ზაფხულის მზებუდობა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არის პერიოდი, როცა არის ყველაზე გრძელი დღე და მოკლე ღამე. ეს ერთი ჩვეულებრივი დღე არ არის კალენდარში, არამედ არის დრო, როდესაც მთელი ბუნების ენერგია იღვიძებს, რომელსაც ადამიანის ენერგეტიკის განახლება შეუძლია.
ამ დღეს მზე ჰორიზონტზე თავის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწევს და ზენიტში გარკვეული დრო დაყოფს. ასტრონომიაში ეს თარიღი ასტრონომიული ზაფხულის დაწყებას ემსახურება.
ეზოტერიკოსები ირწმუნებიან, რომ ზაფხულის მზებუდობა საუკეთესო დროა სხვადასხვა რიტუალის შესასრულებლად, ჯანმრთელობის გამტკიცების, სიყვარულისა და კეთილდღეობის მოსაზიდად. თუ ამ დღეს სურვილს ჩაუთქვამთ, ის წლის ბოლომდე ახდება.
მზე გადადის კირჩხიბის ნიშანში. ესაა ბუნების აყვავების დრო, მისი პიკი, ყველა სტიქიის – წყლის, ჰაერის, ცეცხლისა და მიწის ჰარმონია.
მზის კირჩხიბის ნიშანში გადასვლისას ადამიანებში იღვიძებს მიჯაჭვულობა საკუთარი სახლის, მშობლების, ოჯახის, შვილების მიმართ. კირჩხიბის ნიშანს მთვარე მართავს. 21 ივნისიდან 22 ივლისის ჩათვლით პერიოდი, ანუ მზე კირჩხიბში შესაფერისი დროა საგვარეულოს ენერგეტიკულ სისტემაში კავშირების აღსადგენად. ესაა ემოციური აღმასვლის, ფაქიზი აღქმისა და გამჭრიახობის, სიყვარულისა და შემოქმედების პერიოდი.
მზეს, როგორც სიცოცხლის წყაროს, ყველა კულტურაში ცენტრალური ადგილი უჭირავს. როგორც წესი, უმრავლეს კულტურებში მზე (ლომის ნიშანს მართავს) მამაკაცურ საწყისს წარმოადგენს, ხოლო მთვარე ქალურს (თუმცა არის პირიქითაც, მაგალითად, იაპონიაში, ახალ გვინეაში). რიგ კულტურებში მზე და მთვარე მეუღლეებად ან და–ძმად წარმოგვიდგებიან.
ზაფხულის მზებუდობა თბილისის დროით 18:57 საათზე დადგება.
რას გვირჩევენ ასტროლოგები
ზაფხულის მზებუდობის დროს არ შეიძლება ცუდ განწყობაზე ყოფნა, რადგან ამ დღის ენერგეტიკა დადებითია და გავლენას მხოლოდ მათზე ახდენს, ვინც მზადაა, ის თავის ცხოვრებაში შემოუშვას.
✅რისი გაკეთება შეიძლება ამ დღეს
საჭიროა სახლში რამე ნივთის განახლება, ძველი ცოცხლის გადაგდება და ახლის ყიდვა, სასურველია საწოლის ახალი თეთრეულის ყიდვა.
კარგი იქნება, თუ ამ დღეს ბუნებაში გაატარებთ.
შეიძლება იღბლის მოზიდვა. ამისთვის ნარინჯისფერი ან ყვითელი ტანსაცმელი შეარჩიეთ.
იდეალური დღეა მაჭანკლობის ან ქორწილისთვის. ხალხური მინიშნებების მიხედვით, ყველაზე გრძელი დღე მყარი და ხანგრძლივი ოჯახის შექმნას უწყობს ხელს.
❌რისი გაკეთება არ შეიძლება ამ დღეს
არ შეიძლება ჩხუბი, პროვოკაციებზე რეაგირება
დღის მარტოობაში და ცუდ ხასიათზე გატარება
სიზარმაცე
შავი სამოსის ჩაცმა.
ყველაზე გრძელი დღე წელიწადში გამოირჩევა არა მხოლოდ თავისი ხანგრძლივობით, არამედ უნიკალური ენერგეტიკითაც, რომელიც სამყაროში ყველა ცოცხალ ორგანიზმზე ვრცელდება, დადებითად მოქმედებს ადამიანის პიროვნულ თვისებებზე. ამ დღეს ყველას ეძლევა შანსი, შეცვალოს ცხოვრება და ბედნიერი გახდეს.
ასევე დაგაინტერესებთ: