„შაბათ-კვირა ითხოვ მეტ ყურადღებას, რადგან სწორედ ამ დღეებში შემოდის კატა-კურდღლის წელიწადი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით“ - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „იმედის“ ეთერში საუბრობს.
ცაგარელი საზოგადოებას ურჩევს ყურადღებით იყვნენ, განსაკუთრებით კი კირჩხიბები.
ასევე, შაბათ კვირას არის ახალმთვარეობაა.
„თქვენ შეგიძლიათ ფულის რიტუალი შეასრულეთ - აჩვენეთ ფული მთვარეს ან დადოთ ისეთ ადგილას, სადაც მთვარე მას დაინახავს. არ დაიწყოთ ახალი საქმე და არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ეს შაბათ- კვირა გაატარეთ მშვიდად“, - ამბობს ცაგარელი.
როგორც ასტროლოგი ამბობს ახალი მთვარე სატანური დღეა და ამ დროს ადამიანში ძლიერდება ის უარყოფითი თვისებები, რაც მას გააჩნია.
„დღეს ქალბატონები ცოტა აგრესიულები ხდებიან, ამიტომ ეცადეთ მამაკაცებო გაატაროთ ეს ყველაფერი. ასევე ოთხშაბათს, არ დაიწყოთ ახალი საქმე, ეცადეთ დაუბრუნდეთ ძველ საქმეებს“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
რაც შეეხება გეომაგნიტურ დღეებს, ამ კვირაში გვაქვს ოთხი - 16, 19, 21, 22 იანვარი.
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 წლების შემდეგ, „შუა ქალაქის“ მსახიობების მიერ შესრულებული „იუზა“ ინტერნეტსივრცეს იპყრობს
🔵🎥 „ჭორიკანა ვარსკვლავები“ - ხათუნა ჟორდანიას და ზურა ხაჩიძის სიმღერა სოცქსელს იპყრობს