მიხეილ ცაგარელმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გეომაგნიტურ დღეებზე, სავსემთვარეობასა და მთვარის დაბნელებაზე ისაუბრა. მისი თქმით, დედამიწა ახლა უარყოფით ველშია, რაც ბევრ ნეგატიურ ცვლილებას გამოიწვევს.
„დღეს რთული დღე გვაქვს, სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელებაა. ნუ ვიხმაურებთ, რადგან ემოცია საკმაოდ მაღალია, რამაც, შეიძლება, კონფლიქტი, დაპირისპირება შექმნას და რაიმე სახის გაუგებრობები გამოიწვიოს, ზოგიერთ შემთხვევაში, ნევროზი მოიმატებს, შეიძლება, ზოგს დეპრესიული ელემენტები გაუჩნდეს. ფსიქიატრებმა კარგად იციან, მთვარის დაბნელებაზე რა ემართებათ პაციენტებს, როგორ ნერვიულდებიან და ღიზიანდებიან.
დღეს მოვერიდოთ ისეთ თვისებებს, როგორებიცაა ზედმეტი ეჭვიანობა, სიჯიუტე, სარკასტული გამოთქმები, ზედმეტი პირდაპირობა, წყენის დამახსოვრება, სამაგიეროს გადახდაზე ფიქრი და ა.შ. დღევანდელი დღის „შლეიფი“, ნაწილობრივ, ხვალინდელზეც გადავა.
ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას, გეომაგნიტური დღეებია, რაც ნიშნავს, რომ ადამიანებმა წნევას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.
🎥 „კრიზისული მენეჯმენტი“ - ირაკლი კაკაბაძის მორიგი პერფორმანსი პირდაპირ ეთერში