გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 16 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.