Digest Logo

„დღეს თითქოს სამყარო ჩერდება, რომ საკუთარი ხმა უკეთესად მოისმინო...“ - რა უნდა გააკეთოთ 26 აგვისტოს, თაკო მელიქიშვილის რჩევები!

1756194974
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად იგი სტატუსს აქვეყნებს და 26 აგვისტოს ჩასატარებელ რიტუალზე წერს:

„26 აგვისტო — დღე 7

კეტუს დღე

ენერგია: შინაგანი სიღრმე, დასრულება, სულიერება

დღეს თითქოს სამყარო ჩერდება, რომ საკუთარი ხმა უკეთესად მოისმინო. ეს არის დრო შინაგანი სამუშაოსთვის — საუკეთესოა მარტოობა, მედიტაცია, ანალიზი და ძველი პროცესების დასრულება.

რას ვაკეთებთ დღეს:
• მედიტაცია, ლოცვა, დღიურის წერა
• დაწყებული საქმეების დასრულება, სივრცის გასუფთავება
• შინაგანი ხმას მოსმენა, სულიერი პრაქტიკები

მნიშვნელოვანია:

არ გადახვიდე იზოლაციაში და პესიმიზმში. ეს დღე არ არის „არაფერი არ მინდა“-ზე, ეს არის „მე კავშირში ვარ ჩემს თავთან“.

კარგია გაუქმება, ზედმეტის მოცილება, ემოციური პაუზები — ეს ყველაფერი განწმენდისა და განახლებისთვის მუშაობს“, - წერს თაკო მელიქიშვილი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕დღეიდან მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მგზავრთა მომსახურება განახლდა

⭕„უკვე მენატრება ბათუმი“ - ორსული ნუკი კოშკელიშვილი დაისის ფონზე პოზირებს

⭕ „უკვე მაქვს ამის თქმის უფლება...“ - ნინი ბადურაშვილი მიმართვას ავრცელებს