Digest Logo

„დღეს ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან“ - 26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

1769372337
ჰოროსკოპიჰოროსკოპი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 26 იანვრის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს:

„ჰოროსკოპი 26 იანვრისთვის

მთვარის დღე — 8 / 9

მთვარის ფაზა — პირველი მეოთხედი კუროში

ვერძი

შესაძლოა რაღაცაზე უარის თქმა მოგიწიოთ, რათა მაღალ შედეგს მიაღწიოთ. დღეს შეგიძლიათ გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯი კარიერაში ან გადახვიდეთ ახალ დონეზე პირად ურთიერთობებში. ვარსკვლავები გირჩევენ, მოერიდოთ კონფლიქტებს ახლობლებთან გამოიჩინეთ მოთმინება და ტაქტი. სერიოზული საუბრები სჯობს მოგვიანებით გადადოთ.

კურო

ემოციურად დაძაბული და რთული დღეა. მოერიდეთ ტრავმებსა და დაუფიქრებელ ქმედებებს სიფრთხილე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამასთან, დღეს კუროებს აქვთ მკაფიო და კრეატიული აზროვნება. კარგი დროა ძველი საქმეების დასასრულებლად, რომლებიც დიდი ხანია გადადებული გაქვთ.

ტყუპები

დღეს შესაძლოა მიიღოთ მოულოდნელი და მნიშვნელოვანი ცნობები, მათ შორის — არც ისე სასიამოვნო. ეს კარგი პერიოდია გეგმების დასახვისთვის და პრიორიტეტების განსაზღვრისთვის. ნუ იტყვით უარს დახმარებაზე ასე საქმეები ბევრად სწრაფად დაიძრება.

კირჩხიბი

ეცადეთ არ გააკრიტიკოთ სხვები და ზედმეტი შენიშვნები არ გააკეთოთ. მკვეთრმა სიტყვამ შეიძლება ადვილად დააზიანოს მნიშვნელოვანი ურთიერთობა. კამათში დათმობამ შეიძლება თვითშეფასება დაგიქვეითოთ. გადადეთ საყიდლები და ყურადღება სახლის საქმეებს მიაქციეთ.

ლომი

ყურადღებით დაგეგმეთ ყოველი ნაბიჯი — დღეს მიღებულ გადაწყვეტილებებს შედეგი აუცილებლად ექნება. ემოციურობა და მგრძნობელობა მომატებულია, ამიტომ შეიძლება მარტივად გეწყინოთ. მეტი დრო გაატარეთ ახლობლებთან და არ დაიშუროთ სიყვარულის სიტყვები.

ქალწული

შეიძლება გაგიჭირდეთ საკუთარი აზრების გამოხატვა და კომუნიკაცია. სასარგებლოა განმარტოება და ინდივიდუალური მუშაობა. კარგი დღეა შესყიდვებისთვის — ნაყიდი ნივთები დიდხანს გაგიხარდებათ. მოაწესრიგეთ სახლი და შეავსეთ მარაგები.

სასწორი

დღეს ვარსკვლავები გაჩვენებენ, ვისთან არ ღირს თანამშრომლობა და ნდობა. შეხვედრის გაუქმება ან პარტნიორში იმედგაცრუება მიიღეთ, როგორც შესაძლებლობა ცვლილებებისთვის. მოერიდეთ კამათს ოჯახის წევრებთან.

მორიელი

მოგინდებათ თქვენი სიმართლის დამტკიცება, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, თავი აარიდოთ კამათს. ნუ დახარჯავთ ენერგიას უსარგებლო საქმეებზე კონცენტრირდით იმაზე, რაც წარმატებასა და ფინანსურ სარგებელს მოგიტანთ. ფულთან იყავით ეკონომიური.

მშვილდოსანი

დაჯერებული იყავით საკუთარ ძალებში — დღეს ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან. რთულ სიტუაციებში გამოსავალს მოხერხებულობა და კრეატივი დაგანახებთ. დღევანდელი გამოცდილება მომავალში ძალიან გამოგადგებათ. აკონტროლეთ სიტყვები და იყავით უფრო ტაქტიანი.

თხის რქა

გარშემო მყოფებს უჭირთ თქვენი აზრების გაგება, შესაძლოა ერთსა და იმავეს რამდენჯერმე ახსნა დაგჭირდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, შეამციროთ კონტაქტები და მარტო იმუშაოთ. შესაძლებელია ძველი პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ.

მერწყული

დღეს ინფორმაცია მარტივად გესმით, ინტერესდებით გარემოთი და ბევრ კითხვას სვამთ. აირჩიეთ პოზიტიური ადამიანები, რომლებიც მხარს გიჭერენ. მოსალოდნელია განწყობის ცვალებადობა აკონტროლეთ ემოციები და მშვიდად მიიღეთ მოვლენები.

თევზები

სამუშაოზე ერთმა შემთხვევამ შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ. ზოგი საკითხის მოსაგვარებლად მეტი დრო დაგჭირდებათ და შესაძლოა პირადი დროის დათმობაც. სჯობს მცირე და მარტივად შესასრულებელი მიზნები დაისახოთ.
დაე, თქვენი დღე იყოს ბედნიერი და წარმატებული!“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეს სიმპტომი არასდროს უგულებელყოთ, იქ შეიძლება, სერიოზული მიზეზიც იყოს“ - რატომაა ღამით ნერწყვდენა საყურადღებო, ექიმის გაფრთხილება!

⭕გოგონა, რომელიც მამამ და დედინაცვალმა ცემით მოკლეს - ამბავი, რომელმაც მსოფლიო შეძრა

⭕რატომ არ იყიდება ინდაურის კვერცხი მაღაზიაში?