Digest Logo

„დღევანდელი დღე ენერგეტიკულად რთული, მაგრამ ძალზე ძლიერი და გარდამტეხი დღეა“ - რას წერს ასტროლოგი 24 ოქტომბერზე

1761283356
ჰოროსკოპი, ასტროლოგია

„დღევანდელი დღე ენერგეტიკულად რთული, მაგრამ ძალზე ძლიერი და გარდამტეხი დღეა. თუ შეძლებთ მის გაცნობიერებით გავლას, ჰარმონიის საფუძველს ჩაუყრით არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ თქვენს ოჯახს და გვარსაც“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში AstroBlog SkyLight წერს.

მისი თქმით, დღეს განსაკუთრებით სასარგებლოა დაეყრდნოთ მშვილდოსნის ენერგიას და შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა. მით უმეტეს, რომ მშვილდოსნის მმართველი, იუპიტერი, მერკურთან ჰარმონიულ ასპექტშია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს შესაძლებლობებს ინფორმაციის მიღების, გადაცემისა და გააზრების თვალსაზრისით:

„24 ოქტომბრის ასტროლოგიური და ენერგეტიკული პროგნოზი:

გუშინ, 23 ოქტომბერს დაიწყო მორიელის ძლიერი და გარდამტეხი სეზონი. მორიელის ნიშანი მთვარისთვის საკმაოდ რთული პოზიციაა , ამიტომ წინა დღეებში შესაძლოა ინტენსიურად გვეგრძნო ემოციური დაძაბულობა. თუმცა, როდესაც ის გადავა მშვილდოსანში- 08:18 საათზე ჩვენს ცხოვრებაში მეტ ოპტიმიზმს და შთაგონებას ვიგრძნობთ. ამ პერიოდში ჩვენ უფრო ღია ვართ სამყაროს, ადამიანებისა და ახალი ინფორმაციის მიმართ.

დღეს განსაკუთრებით სასარგებლოა დაეყრდნოთ მშვილდოსნის ენერგიას და შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა. მით უმეტეს, რომ მშვილდოსნის მმართველი, იუპიტერი, მერკურთან ჰარმონიულ ასპექტშია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს შესაძლებლობებს ინფორმაციის მიღების, გადაცემისა და გააზრების თვალსაზრისით. შესანიშნავი დღეა სწავლისთვის, კვლევისთვის, რთულ თემებში გარკვევისა და ახალი იდეებისთვის.

თუმცა, დღის მთავარი ასპექტი არის მზესა და პლუტონს შორის არსებული დაძაბული კვადრატი, რომელიც ყალიბდება სწორედ 24 ოქტომბერს. მისი გავლენა შესამჩნევია უკვე 23 ოქტომბრიდან და გაგრძელდება დაახლოებით 26 ოქტომბრამდე, ხოლო მის ვიბრაციებს თვის ბოლომდე ვიგრძნობთ.

მზესა და პლუტონს შორის კვადრატი წინა პლანზე წამოსწევს ძალაუფლების, კონტროლის, ნების და გადარჩენის თემებს. შეიძლება ვიგრძნოთ გარე ძალების ზეწოლა, ვიღაც ან რაღაც ცდილობს ჩვენი შინაგანი თავისუფლების შეზღუდვას. მაგრამ გახსოვდეთ, სწორედ ასეთ დროს გადის გამოცდას ჩვენი შინაგანი გამძლეობა და ნებისყოფა.
ეს ასპექტი ძლიერად ვლინდება გლობალურ დონეზეც - პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ენერგეტიკულ სფეროებში. როგორც წესი, მზისა და პლუტონის კვადრატს თან სდევს კრიზისები, შოკური მოვლენები და ძალაუფლების სტრუქტურებში გამწვავებული დაპირისპირებები. ხშირად სწორედ ასეთ პერიოდში ამოდის ზედაპირზე ფარული მექანიზმები. ამიტომ არ გაგიკვირდეთ ხმაურიანი ამბები, ტრანსფორმაციები ან ლიდერების მოულოდნელი ცვლილებები. შესაძლოა მოხდეს ისეთი რამ, რაც არსებითად გადაანაწილებს ძალთა ბალანსს.

პირად დონეზე ეს ენერგია მოქმედებს, როგორც ქირურგიული სკალპელი - გვაჩვენებს, რომ გარკვეული ურთიერთობები, პროექტები ან ქმედებები აღარ ემსახურება განვითარებას. ბუნებრივია, ჩნდება წინააღმდეგობა, შიში ან სურვილი ძველის შენარჩუნებისა, მაგრამ პლუტონის ენერგია სწორედ განწმენდის გზით გვაძლევს თავისუფლებას. მორიელის სეზონის დაწყებასთან ერთად პლუტონის გავლენა განსაკუთრებით ძლიერდება, რაც ამ ასპექტს კიდევ უფრო ტრანსფორმაციულს ხდის.

მზისა და პლუტონის კვადრატი ფენიქსის ენერგიას ჰგავს - ძველი იწვის, რათა ფერფლისგან დაიბადოს ახალი. შესაძლოა ახლა გვტკიოდეს, მაგრამ ეს ტკივილი გვაძლიერებს და გვაცილებს ყველაფერს, რაც აღარ გვჭირდება. ამ ენერგიის გაცნობიერებით ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ მნიშვნელოვანი შინაგანი გარდაქმნა, დავაღწიოთ თავი დამოკიდებულებებსა და ტოქსიკურ ურთიერთობებს და გადავიდეთ ახალ ეტაპზე.

ამ პერიოდში უმჯობესია არ ვებრძოლოთ გარემოებებს, არამედ ზეწოლა გადავაქციოთ ძალად, ტკივილი - ცნობიერებად, დანაკარგი - გათავისუფლებად. მოერიდეთ თქვენი სიმართლის მტკიცებას ნებისმიერ ფასად და ნუ ჩაებმებით ფსიქოლოგიურ თამაშებში, რადგან ის თქვენს წინააღმდეგ შემობრუნდება.

არ მიიღოთ გადაწყვეტილებები შიშის ან წყენის საფუძველზე. საუკეთესო, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, არის შინაგანი რევიზიის ჩატარება - გააანალიზოთ, გააცნობიეროთ, დასვათ კითხვები.

კარგია, თუ დაკავდებით ფიზიკური, ემოციური და ენერგეტიკული წმენდით. მოატარეთ სახლში ანთებული სანთელი, შემდეგ გაანიავეთ სივრცე და დაწვით სურნელოვანი ჩხირები ან სურნელოვანი საკმეველი. ეს რიტუალი დაგეხმარებათ ტკივილის და ძველი წყენებისგან გათავისუფლებაში, აზრების მოწესრიგებაში და შინაგანი სიმშვიდის პოვნაში.

დღეს 10:26სთ-დან, მოქმედებს მეოთხე მთვარის დღის ენერგიაც, რომელიც უკავშირდება გვარისა და კარმული სცენარების გააქტიურებას. მოვლენები შეიძლება შეეხოს არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენს ოჯახსა და საგვარეულო ხაზს.

ეს დღე კარგი დროა საგვარეულო პროგრამების დასახურად და წინაპართა ენერგიასთან დასაკავშირებლად (სანთლის ანთება და თქვენი წინაპრების მოგონება).

დღევანდელი დღე ენერგეტიკულად რთული, მაგრამ ძალზე ძლიერი და გარდამტეხი დღეა. თუ შეძლებთ მის გაცნობიერებით გავლას, ჰარმონიის საფუძველს ჩაუყრით არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ თქვენს ოჯახს და გვარსაც.

გისურვებთ სიბრძნეს, ბევრ დადებით ემოციას და საუკეთესო განწყობას!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

24 ოქტომბრის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის - „მთელი ყურადღება პარტნიორულ ურთიერთობაზეა“

24 ოქტომბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობა, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით

🎥 „ლილიანა საქართველოში დაბრუნდა“ - „დანტესი“ ემოციურ კადრებს გვიზიარებს