3 ნოემბერი - 24-ე მთვარის დღე
დღეს დილით მთვარე ლომის ნიშანშია და უკურსოდ მოძრაობს 12:30 საათამდე. ააქტიურებს იუპიტერის შეერთებას სამხრეთ კარმულ კვანძთან, რაც წინა პლანზე წამოწევს წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების შედეგებს, ძველ ვალდებულებებსა და დაუსრულებელ საქმეებს.
დილის მონაკვეთი არ არის ხელსაყრელი ახალი წამოწყებებისა და რადიკალური ცვლილებებისთვის.
12:30 საათის შემდეგ მთვარე ქალწულის ნიშანში გადადის და მაშინვე დაძაბულ ასპექტს ქმნის რეტროგრადულ ურანთან. ეს ნიშნავს, რომ წესრიგისა და სტაბილურობის სურვილს დაუპირისპირდება მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი მოვლენები.
24-ე მთვარის დღე ძლიერი, ღრმა და ენერგეტიკულად დატვირთული პერიოდია. მისი სიმბოლოა დათვი, რომელიც განასახიერებს შინაგან ძალას, სიმშვიდეს და კავშირს შემოქმედებით ენერგიასთან.
ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია ფიზიკური აქტივობისთვის, ჯანმრთელობის აღსადგენად, სხეულზე ზრუნვისთვის, შემოქმედებითი პროექტების დაგეგმვისთვის.
დღეს ძალიან სასარგებლოა ბუნებასთან კონტაქტი, მიწის ენერგიის გაძლიერება.
გისურვებთ ნაყოფიერ დღეს!