შემოდგომა უკვე ოფიციალურად დადგა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გარდერობის ცივი სეზონისთვის განახლების დროა. პირველ რიგში კი ყურადღება უნდა გავამახვილოთ ისეთ საშემოდგომო ქურთუკებზე, რომლებიც სტილსა და პრაქტიკულობას აერთიანებს.
კლასიკურ შალის პალტოებსა და პუფერებთან ერთად, ამ სეზონზე განსაკუთრებული ყურადღება ერთმა ვინტაჟურმა სტილმა მიიპყრო, რომელსაც 1980-იან წლებში პრინცესა დიანა ხშირად ირგებდა.
პრინცესა დიანას საკულტო საშემოდგომო ლუქი
დიანამ ეს სტილი პირველად 1981 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში, შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეში გატარებული თაფლობის თვის დროს მოირგო. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული ჯერ კიდევ არ დასრულებულიყო, იქ ამინდი უკვე აშკარად შემოდგომას ჰგავდა.
ქურთუკი გამოირჩეოდა ოდნავ თავისუფალი სილუეტით, მაღალყელიანი საყელოთი, წელზე ელასტიკური დეტალითა და დიდი ჯიბეებით, რაც მას ყოველდღიურ და ამავდროულად დახვეწილ იერს სძენდა. ნეიტრალური, კრემისფერი კუბოკრული პრინტი კი სამოსს განსაკუთრებულ ელეგანტურობას მატებდა.
პრინცესამ ქურთუკი იმავე პრინტის მიდი სიგრძის ქვედაბოლოს, თეთრ პერანგსა და თეთრ ბალეტკებს შეუხამა.
დიანას სტილი კვლავ აქტუალურია
დღევანდელი მოდის კოლექციების გადახედვაც საკმარისია იმის დასანახად, რომ კუბოკრული პრინტისა და მაღალყელიანი საყელოს მქონე მოკლე ქურთუკები ამ შემოდგომაზე განსაკუთრებულად აქტუალური ხდება.
მათი მიდი სიგრძის სადა ქვედაბოლოებთან შეხამება დახვეწილ და დაბალანსებულ სილუეტს ქმნის. ხოლო თუ დიანას მსგავსად ბალეტკებს მუხლამდე ჩექმებით ჩავანაცვლებთ, ლუქი უფრო თანამედროვე და ტრენდული გახდება.
ნახეთ ფოტოები 👇



⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გაურკვევლობით სავსე დღეა, არ ღირს გარისკვა“ - 3 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 3 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
წყარო: www.vogue.com