Digest Logo

„ლაზარეს საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ“ - ინტერნეტში პეტიცია გამოქვეყნდა

1682071866
ლაზარე გრიგორიადისის მამის ჩვენება

ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა პეტიცია გამოაქვეყნა.

ოჯახი პეტიციით ნაფიც მსაჯულების უფლებამოსილების გაფართოებას და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ლაზარეს გირაოს მეშვეობით გათავისუფლებას ითხოვენ.

დაპატიმრებული აქტივისტის ოჯახი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა ბიჭი შერჩევითი სამართლის მსხვერპლი გახდა, რომელსაც სისტემა პატიმრობისთვის სწირავს.

ჩემი დიდი სურვილი იქნება და ჩემი მოთხოვნა იქნება, რომ ლაზარე, ჩემი ბიჭი იყოს გათავისუფლებული გირაოთი. ნაფიცმა მსაჯულებმა გაასამართლონ ჩემი ბიჭი. ამისთვის საჭიროა, კანონპროექტში პატარა ცვლილება“, - ამბობს ლაზარე გრიგორიადისის მამა. 

ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან  „რუსული კანონის“ წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილს ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას.

ლაზარე გრიგორიადისის მსგავსად, სსკ-ის 353 მუხლით (პოლიციელებზე თავდასხმა) აქვს ბრალი წარდგენილი თორნიკე აკოფაშვილსაც, რომელიც 7-8 მარტს აქციებზე იდგა. ის ახლა გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „იმან ნაღდად დალოცა?... რა „დალოცა“ ეგეთი იმ ფეხზე ცხვარგამობმულმა, ბიძი?“ - ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ მარცხი პატრიარქთან შეხვედრას დაუკავშირეს

🔵 „ხელები შორს კვარაცხელიასგან! - თუ ამ საღამომდე მოვედით, ეს პირველ რიგში მისი დამსახურებაა“ - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩას გამოექომაგა

🔵 „სამზადისში უკეთესი სლოგანი ვერც მოვიფიქრეთ“ - იზა ომაძე ნიკო კვარაცხელიას უცნობ ფოტოს აქვეყნებს