
„სელენა - ოჯახის მფარველი ანგელოზი იმყოფება კირჩხიბის ზოდიაქოში, ანუ პერიოდი ხელს უწყობს სიწმინდეების დაცვას, ეროვნულ, პატრიოტულ სულისკვეთებას აძლიერებს.
მთვარე გადის მერწყულს, რაც ხელს უწყობს ემოციურ სტაბილურობას და განწყობას.
ვენერა ვერძშია, ამიტომ ძალიან ვნებიანი სასიყვარულო პერიოდია, თუმცა კამათისადმი მიდრეკილებით“, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედის დილა“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა განაცხადა.
როგორია მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი?
„დედამიწა გადავიდა პოზიტიურ ენერგოველში თვის ბოლომდე, რაც ძალიან კარგია. გაქვთ რამე მოლაპარაკება, შეხვედრა, ახალი იდეა, პროექტი - ამისთვის ყველაზე კარგი პერიოდია.
რაც შეეხება მნიშვნელოვან მოვლენებს, 20 რიცხვი, 22:56 საათზე მზე დატოვებს კუროს და გადავა ტყუპებში. მათი ენერგია, მადლი თითოეულ ჩვენგანში იქნება თვალშისაცემი. რას ვიგრძნობთ? გონებამახვილობის მომატებას, კომუნიკაბელურობა, აქტიურობა, ენერგიულობა, ცნობისმოყვარეობა, მგზავრობა-მოგზაურობისაკენ განსაკუთრებული მოთხოვნილება გაიზრდება!
უარყოფითი? - ნევროზული მოუსვენრობა, გაორება, მერყეობა.
გეომაგნიტური დღეები: სამშაბათი, ოთხშაბათი, შაბათი. მაქსიმალურად აკონტროლეთ წნევა.
კვირას - სასწორი, კურო, თხის რქა განსაკუთრებით აქტიური იქნება, ამიტომ არ გადაამეტოთ!
სატურნი, დიდი კოსმოსური მასწავლებელი, კვირას 2 სექტემბრამდე გადავა ვერძის ზოდიაქოში. დააკვირდით, რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში, რადგან ის დაბრუნდება უკან და შემდეგ წელს კიდევ 2 წლით გადავა ვერძში.
ამ მოვლენას ცუდი რაც აქვს - უერთდება პლანეტა ნეპტუნს, რაც არის რელიგია, რწმენა. ამიტომ მსოფლიოში რელიგიურმა დაპირისპირებებმა შეიძლება იჩინონ თავი“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ძალიან გვაკლიხარ და მოგვენატრე“ - ლელა მებურიშვილი უახლეს ფოტოებს გვიზიარებს