
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე ხშირად აქვეყნებს პოსტებს თუ ვიდეოებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ამჯერად თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში 19 მაისის ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს აფრთხილებს.
„ჰოროსკოპი 19 მაისისთვის.
მთვარის დღე - 21 / 22.
მთვარის ფაზა - კლებადი მთვარე მერწყულში.
ვერძი
დღეს არ ღირს ექსპერიმენტები და ახალი რაღაცების ცდა. იმოქმედეთ თქვენთვის ნაცნობი მეთოდებით, მიანიჭეთ პრიორიტეტი ჩვეულებრივ საქმიანობას. ინიციატივებმა შესაძლოა გამოიწვიოს კონფლიქტები და უთანხმოებები, ამიტომ ვერძებს ურჩევენ, შეამცირონ აქტიურობა და დაიცვან წესები.
კურო
თქვენ გჭირდებათ მკაფიო დღის განრიგი, რომ დაზოგოთ ენერგია და არაფერი გამოგრჩეთ. კუროებმა უნდა შეასრულონ თავიანთი უშუალო ვალდებულებები, არ დაარღვიონ წესები და შეთანხმებები. დამატებითი პასუხისმგებლობები დღეს შეიძლება უსიამოვნებებით დასრულდეს.
ტყუპები
თუ რაღაც არ გამოგდით, ნუ გამოიჩენთ ზედმეტ დაჟინებულობას. დღეს ტყუპებს ურჩევენ გადადონ რთული საკითხები. მნიშვნელოვანია კოლეგებთან ერთად მუშაობა, იდეების გაზიარება და მხარდაჭერის ძიება. საღამოს დაურეკეთ ძველ მეგობრებს, არ დაკარგოთ კავშირი.
კირჩხიბი
რთული და დამღლელი დღეა. მოგიწევთ სიძლიერის შენარჩუნება და რთული გადაწყვეტილებების მიღება. შესაძლოა, მოგიწიოთ ურთიერთობების გაწყვეტა ან შეხედულებების შეცვლა. ასევე, 19 მაისს ეცადეთ, თავიდან აიცილოთ დაუფიქრებელი ხარჯები, ნუ გახსნით საფულეს ზედმეტად.
ლომი
ვალდებულებების გამო შესაძლოა განწყობა გაგიფუჭდეთ. ზედმეტი დაჟინება და ძალისხმევა დღეს უფრო მეტ ზიანს მოგიტანთ, ვიდრე სარგებელს. იყავით დიპლომატიური, დაუთმეთ და ადაპტირდით სიტუაციებთან. შესაძლოა, გეგმები შეიცვალოს, ამიტომ მოიფიქრეთ ალტერნატიული ვარიანტები.
ქალწული
ბოლო დროს ბევრ დროს ხარჯავდით გარშემომყოფებზე: დღეს დროა, საკუთარ თავს მიაქციოთ ყურადღება. კარგი დღეა მნიშვნელოვანი საუბრისთვის, საკუთარი სურვილების და გეგმების გამოცხადებისთვის. ქალწულებისთვის სასარგებლოა, ახლობლებს გაუზიარონ თავიანთი განცდები და შფოთვები.
სასწორი
საქმეებით დატვირთული დღე გელით. ყურადღებით იყავით მიმდინარე მოვლენებზე, არაფერი გამოგრჩეთ. ეცადეთ, პრაქტიკული შეხედულებით მიუდგეთ ყველაფერს.
მორიელი
მზად იყავით დატვირთული დღისთვის. სამსახურში შესაძლოა მრავალ პრობლემასთან მოგიწიოთ გამკლავება და მოულოდნელი სირთულეებს გადაჭრა. ასევე, ყურადღება მიაქციეთ ოჯახურ ურთიერთობებს: შესაძლოა, შემთხვევით ვინმეს ეწყინა თქვენი სიტყვები ან მკაცრი მიდგომა. იყავით მეტად ტაქტიანი.
მშვილდოსანი
დღეს სიურპრიზები გელით, მაგრამ ისინი ყოველთვის სასიამოვნო არ იქნება. კოლეგებთან ურთიერთობისას ეცადეთ, შეინარჩუნოთ თავაზიანობა, თავიდან აიცილოთ რთული თემები და საკამათო საკითხები, რათა არ გაჩნდეს კონფლიქტები. მშვილდოსნების ენერგია მაღალ დონეზეა, შეგიძლიათ ახალი, დიდი საქმეების დაწყება.
თხის რქა
წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. სასარგებლოა რაიმე უჩვეულოთი დაკავება და კრეატიული მიდგომის გამოვლენა. თუმცა, კომუნიკაცია შესაძლოა რთული იყოს, მოსალოდნელია გაუგებრობები გარშემომყოფებთან. მოამზადეთ მკაფიო გეგმა დღისთვის, ასე უფრო მარტივად გადაანაწილებთ ენერგიას და დროს.
მერწყული
დღეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მიღებულ ინფორმაციას. მოსალოდნელია შეცდომები და არასანდო ცნობების მიღება. 19 მაისს მერწყულებს აქტიურად მოუწევთ მუშაობა და რამდენიმე საკითხზე ერთდროულად ყურადღების გამახვილება. თუ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გინდოდათ, შეინარჩუნეთ მოთმინება.
თევზები
ურთიერთობებში მნიშვნელოვანია, რომ არ დაარღვიოთ მოსაუბრის პირადი საზღვრები და პატივისცემით მოეკიდოთ მის გამონათქვამებს. ასევე, ნუ დაუშვებთ უგულებელყოფას თქვენს მიმართ, იყავით პროფესიონალი და თავაზიანი. თუ შესაძლებელია, გადადეთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ან განხილვები სხვა დღისთვის.
ასევე დაგაინტერესებთ: