„დიდი წარმატების ვარსკვლავის” პერიოდი, რომელიც 12 წელიწადში ერთხელ ხდება - რატომ მიიჩნევა ეს პერიოდი განსაკუთრებულ შესაძლებლობად? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დღის პოსტი“ ასტროლოგმა ქეთი ოდიშელმა ისაუბრა:
„დღეს გამთენიისას 4 საათსა და 27 წუთზე გადავიდა მზე ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში. მას მართავს პლანეტა მერკური, რომელიც არის კომუნიკაციების, მარკეტინგის, ტელე-რადიო მაუწყებლობის მმართველი ღვთაება, ყველაფერი, რაც ინფორმაციას უკავშირდება. რომ ვთქვა ვინმესთვის ცუდი პერიოდია, იქნება დიდი ტყუილი. მთავარია საკვანძო მომენტები გავითვალისწინოთ.
ეფექტური პერიოდი დაიწყო დღეიდან. კარგი იქნება ბევრი პოზიტივი გამოვავლინოთ. ტყუპებს ახასიათებთ ცნობისმოყვარეობა და დუალიზმი. თვის განმავლობაში მნიშვნელოვანია, კომუნიკაციები, კოლაბორაცია და პიარი. გამოიყენეთ ჯგუფური მუშაობა. მთავარია მხოლოდ ხორციელზე არ ვკონცენტრირდეთ.
„წარმატების ვარსკვლავი“ უკავშირდება სახელწოდებას „დიოსკურებს“. „დიოსკურები“ იყვნენ ძმები კასტორი და პოლუქსი. ერთი მიწიერი იყო მეორე ღვთის შვილი. თუმცა მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. აქ კავშირია ტყუპების ზოდიაქოსთან. ლეგენდის მიხედვით, ამ ძმებს მონაწილეობა მიუღიათ „ოქროს საწმისის“ მოპოვებაში. ამიტომ ამ კამპანიაში მონაწილეობის გამო დაერქვა სოხუმს „დიოსკურია“.
იუპიტერი რომელიც 12 წელიწადში ერთხელ გადის ციკლს, სწორედ ამიტომ უნდა მივაქციოთ ამ პერიოდს მნიშვნელობა. ჩვენი სულის სიმბოლიზაცია უნდა მოხდეს, არა მიწიერად არამედ ღვთაებრივად. ეს ყველაფერი უკავშირდება ადამიანის დუალისტურ ხასიათს“, - ამბობს ქეთი ოდიშელი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნახეთ, რა ღონისძიებები გაიმართება საქართველოში 26 მაისთან დაკავშირებით