ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 20 თებერვლის ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს:
„ჰოროსკოპი 20 თებერვლისთვის🌝
მთვარის დღე: 3 / 4
🌒 ფაზა: მზარდი მთვარე
ვერძში ♈️
ვერძი დილიდან სამუშაო რიტმში ჩართვა მარტივი არ იქნება. დაიწყე მსუბუქი საქმეებით და სასიამოვნო საუბარით კოლეგებთან. მნიშვნელოვანი საქმეები გადაიტანე დღის მეორე ნახევარზე, მოერიდე რისკიან ნაბიჯებს. ახლობლები და მეგობრები დაგეხმარებიან რთულ სიტუაციებში — არ მოგერიდოს მათ მიმართო
♉️ კურო
ვარსკვლავები გირჩევენ, სამუშაოზე ნაკლებად იფიქრო და მეტი ყურადღება დაუთმო ახლობლებს, ნათესავებსა და მეგობრებს. დაურეკე ან მოინახულე ისინი, ვინც დიდი ხანია არ გინახავს. სამსახურში შესაძლებელია მნიშვნელოვანი და მოულოდნელი ამბის მიღება.
♊️ ტყუპები
დაგიგროვდა წვრილი, რუტინული ან არასასიამოვნო საქმეები, რომლებიც უკვე აღარ ითმენს. მოიკრიბე ძალა და დაასრულე, რომ აღარ მოგაცდინოს. დღეს სასარგებლოა მონდომება და მიზნისკენ მტკიცედ სიარული, მაგრამ მოერიდე ზეწოლას - იყავი თავაზიანი.
♋️ კირჩხიბი
კარგი დროა ძველი შეცდომების გამოსასწორებლად და შესრულებული სამუშაოს გადასამოწმებლად. არ დაიზარო და ერთხელ კიდევ გადახედე გაკეთებულს, რომ შედეგში დარწმუნდე. შესაძლებელია ზედმეტი მგრძნობელობა, შფოთვა ან საკუთარ თავში ეჭვი.
♌️ ლომი
დღის პრიორიტეტი ფინანსებია. შეიძლება მოგინდეს დიდი თანხის დახარჯვა სიამოვნებაზე ან ძვირადღირებული შეძენა. ვარსკვლავები გირჩევენ ეკონომიურობას და თანხის გადადებას მომავლისთვის. ძველი საკითხი ისევ დაბრუნდება და გადაწყვეტას მოითხოვს.
♍️ ქალწული
დღეს მიღებული გადაწყვეტილებები მომავალ მოვლენებზე გავლენას მოახდენს, ამიტომ დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდე. შესაძლოა დაგჭირდეს ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორება და ძველ საქმეებთან დაბრუნება. შემთხვევით ნათქვამმა მკვეთრმა სიტყვამ შეიძლება ურთიერთობა გააფუჭოს.
♎️ სასწორი
შეიზღუდე კონტაქტები კოლეგებთან და იურთიერთე მხოლოდ სამუშაო თემებზე. დღეს მარტივად შეიძლება კამათი ან ახლობლის გულისტკენა აკონტროლე სიტყვები. თუ ურთიერთობაში უკვე დაძაბულობაა, სჯობს დროებით ერთმანეთისგან დისტანცია შეინარჩუნოთ სიტუაცია მალე შეიცვლება.
♏️ მორიელი
წარმატებული დღეა: მოისმენ სასიამოვნო ამბებს ან მიიღებ საჭირო ინფორმაციას. ენდე ინტუიციას და ფრთხილად შეარჩიე ადამიანები. შესაძლებელია ხელსაყრელი შეთავაზება ან მოწვევა უჩვეულო ადგილას.
♐️ მშვილდოსანი
მნიშვნელოვანი დღეა. რასაც 20 თებერვალს მიიღებ, შენი წარსული გადაწყვეტილებების შედეგია. საჭიროების შემთხვევაში გამოასწორე შეცდომები და შეცვალე მიმართულება. ახლა შეგიძლია მოიშორო ყველაფერი, რაც უკან გექაჩება ან მიიღო ის, რაზეც არც კი გიფიქრია.
♑️ თხის რქა
გაამყარე პროფესიული პოზიცია. სასარგებლოა საუბარი პარტნიორებთან და კოლეგებთან, პერსპექტივების განხილვა. ნებისმიერ საქმეში ისწრაფე საუკეთესო შედეგისკენ და ნაკლებზე არ დათანხმდე. მიღებული ცნობები სასიამოვნო იქნება.
♒️ მერწყული
დიდია ალბათობა, რომ დღეს გაგეხსნება ახალი, წარმატებული შესაძლებლობები და განვითარების გზები. ნუ მიიღებ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს აიღე პაუზა მოსაფიქრებლად. გამოყავი დრო ახლობლების დასახმარებლად და მათ მხარდასაჭერად.
♓️ თევზები
ეცადე, გვერდით გყავდეს ენთუზიაზმით და ოპტიმიზმით სავსე ადამიანები საუბარი მათთან შთაგაგონებს და თავდაჯერებას გაგიძლიერებს. მოერიდე სიჩქარეს: გადაწყვეტილებები მიიღე მხოლოდ კარგად გააზრების შემდეგ. შეინარჩუნე პოზიტიური განწყობა მთელი დღის განმავლობაში“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გააფართოვე შენი გავლენა, მაგრამ ნუ დაივიწყებ საძირკველს“ - 20 თებერვლის თებერვლის კოსმოსური ამბები
🎥 „სიმბას მიწაზე მივდივარ, ძმაო...“ - რა კადრებს აქვეყნებს გიო ჯობავა