Digest Logo

„დილის 06:00-იდან საღამოს 18:00 საათამდე, სასურველია სიჩუმეში...“ - 21 ივნისის პრაქტიკა ეზოტერიკოსისგან

1781867324
ეზოტერიკა, პრაქტიკა

🌞 21 ივნისი - გააღეთ ფანჯარა და წარმოთქვით თქვენი სურვილი ✨

21 ივნისი ზაფხულის მზებუდობის დღეა. მზე თავისი ძალის პიკზეა, სინათლე მაქსიმუმს აღწევს, ხოლო სივრცე თითქოს ახალი განზრახვებისა და სურვილებისთვის იხსნება, ამიტომ ამ დღეს ფანჯარასთან შეასრულეთ ეს მარტივი პრაქტიკა 🌿

⏰ როდის შევასრულოთ: დილის 06:00-იდან საღამოს 18:00 საათამდე, სასურველია განმარტოებით და სიჩუმეში.

დადექით ფანჯარასთან. გააღეთ ის. დახუჭეთ თვალები და მშვიდად წარმოთქვით:

„ვხსნი სივრცეს ჩემი სურვილისთვის.

დაე, ის შემოვიდეს ჩემს ცხოვრებაში ისე, როგორც სინათლე - მარტივად, დროულად და ჩემს სასიკეთოდ. მზე ჩემი მოკავშირეა. ნაკადი გახსნილია. ასე იყოს“.

ამის შემდეგ სინათლისკენ მიმართული 3 ღრმა ჩასუნთქვა გააკეთეთ. შემდეგ ხმამაღლა თქვით თქვენი სურვილი ისე, თითქოს ის უკვე ახდენილია. არა — „მე მინდა“, არამედ — „მე ვიღებ“, „მე მაქვს“, „მე ვცხოვრობ ამ რეალობაში“.

დარჩით ამ მდგომარეობაში მინიმუმ ერთი წუთით. აუჩქარებლად, ეჭვების გარეშე და იმ განწყობის გარეშე, რომ: „აბა, სამყაროვ, შეკვეთა უკვე გააფორმე?“ 😅

🌞 დაე, ამ დღის სინათლემ თქვენთვის გახსნას სწორი კარები, სასიკეთო შესაძლებლობები და ძალის ახალი ნაკადი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„იმუშავე მონდომებით, დღე ხელს უწყობს მატერიალურ წარმატებას“ - თაკო მელიქიშვილი 19 ივნისის ასტროლოგიურ ენერგიებზე

„მოულოდნელი გადაწყვეტილებები, ახალი ნაცნობობა, იდეები, შემოსავლის წყაროები...“ - ასტროლოგი 21 ივნისის მზებუდობაზე

„შენმა დედიკომ და მამიკომ ყველაფერი გაგიკეთეს...“ - შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს