Digest Logo

„მოულოდნელი გადაწყვეტილებები, ახალი ნაცნობობა, იდეები, შემოსავლის წყაროები...“ - ასტროლოგი 21 ივნისის მზებუდობაზე

1781863189
მზებუდობა - 21 ივნისი

21 ივნისის ზაფხულის მზებუდობა.

📌21 ივნისს მზე კირჩხიბის ნიშანში შედის, ზაფხული ახლა იკრებს სიჩქარეს, თვის მანძილზე ბევრს უეცრად ეწყება მშობლების, ბავშვობის და რაღაც ძალიან მარტივი რამეების მონატრება. ეს ნორმალურია, კირჩხიბი საწყისებთან გვაბრუნებს და ზოგჯერ ეს ნებისმიერ გეგმაზე უკეთ კურნავს.

მზებუდობისას ნათლად იკვეთება განსხვავება იმას შორის, რისი წარმოდგენაც გვიყვარს და იმას შორის, რაც რეალობად რეალიზდება. მოგვიწევს გაჩერება/ დაფიქრება და წლის პირველი ნახევრის შეფასება: თუ რისი რეალიზება მოხერხდა? რომელი იდეები ვითარდება? რეალურად რაში დებთ ძალისხმევას? და რომელი გეგმები დარჩა, მხოლოდ ლამაზ ჩანაფიქრად გაგრძელების გარეშე? კოლექტიურ დონეზე ეს ასევე შუალედური შედეგების შეჯამების წერტილია.

მრავალი პროცესი, რომელიც გასული წლის ბოლოს ან ზამთარში დაიწყო, ივნისის შუა რიცხვებისთვის უფრო გასაგები გახდება. აშკარად იკვეთება, რომელი გადაწყვეტილებები მუშაობს, რომელი მიმართულებები ვითარდება და რომელი მოლოდინები აღმოჩნდა გადაჭარბებულად ოპტიმისტური.

📌მერკურის მარყუჟი. კვირის კიდევ ერთი თემა მერკურის უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ მისი რეტროგრადული მოძრაობა მხოლოდ ივნისის ბოლოს დაიწყება, ის უკვე შედის რეტროგრადულობის მარყუჟში (ჩრდილის ფაზაში).

ეს ნიშნავს, რომ უახლოესი კვირების მრავალი მოვლენა ივლისში, კიდევ არაერთხელ თავიდან შეგვახსენებს თავს, რომელებიც, დახვეწას, გადახედვას ან კორექტირებას მოითხოვს.

📌ვენერა და მისი ტრაპეცია... მიმდინარე კვირის მთავარი გმირი მაინც ვენერაა. ამჟამად ის საკმაოდ საინტერესო კონფიგურაციაშია ჩართული. ერთის მხრივ, მოქმედებს პლუტონთან ოპოზიცია, ხოლო მეორეს მხრივ - ჰარმონიული ასპექტები ურანთან და ნეპტუნთან. ამ ფიგურას „ტრაპეცია“ ეწოდება - რაც ახალ შესაძლებლობებზე მიანიშნებს, თუმცა წინააღმდეგობების გადალახვის გზით და არა იმიტომ, რომ ყველაფერი თავისთავად ლანგრით მოგვერთმევა. პლუტონი მერწყულიდან უკვე რამდენიმე წელია, რაც ახალ წესრიგს ამკვიდრებს საზოგადოებაში.

ლომის ნიშანში მყოფი ვენერა კი, რომელიც მის საპირისპიროდ დგება, ამ ახალი წესრიგის გამო საკუთარ სფეროებში სირთულეებს აწყდება - ეს შეეხება ფინანსებს, კომფორტის და ცხოვრების ხარისხის საკითხებს, ნაწილობრივ ურთიერთობებს და იმის გაცნობიერებას, რომ რესურსები არ გვყოფნის, რის გამოც რაღაც უნდა ვიღონოთ. თუმცა, პარალელურად, ურანი და ნეპტუნი გვეხმარებიან ახალი ვარიანტების დანახვაში.

ეს არის მოულოდნელი გადაწყვეტილებები, ახალი ნაცნობობა, იდეები, შემოსავლის წყაროები, ძველი ამოცანებისადმი შემოქმედებითი მიდგომა და სიტუაციისთვის სხვა კუთხით შეხედვის შესაძლებლობა. ამ კონფიგურაციის მნიშვნელოვანი თავისებურება ისაა, რომ ის იმდენად ბრძოლას არ გულისხმობს, რამდენადაც განვითარების ახალი გზების მოძიებას. საჭიროა არა ძველ კოორდინატთა სისტემაზე ჩაბღაუჭება, არამედ ახალი საყრდენი წერტილების პოვნა, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სამსახურში, ბიზნესსა თუ უფრო მასშტაბურ სოციალურ პროცესებში.

📌იუპიტერი ლომში. თვის ბოლოს იმავე წერტილში, სადაც ახლა ვენერაა, იუპიტერი მივა. ეს ნიშნავს, რომ თემები, რომლებიც ახლა მხოლოდ ისახება, მოგვიანებით მასშტაბებს შეიძენს. ამიტომ, თუ ამ კვირაში ახალი ინტერესები, ნაცნობობა, პროექტები, ფულის გამომუშავების იდეები ან თვითრეალიზაციის გზები გამოჩნდება, ნუ მიიჩნევთ მათ უბრალო შემთხვევითობად. ახლა ვენერა ერთგვარ „დაზვერვას“ ატარებს.

🙂 თუ სად არის პრობლემები, სად არის საჭირო ცვლილებები და სად შეიქმნება ახალი შესაძლებლობები. ამ შესაძლებლობას კი იუპიტერი მასშტაბურს გახდის, თუ ეს მართლაც მნიშვნელოვანია და მოვლენების ეპიცენტრში მოაქცევს.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„შენმა დედიკომ და მამიკომ ყველაფერი გაგიკეთეს...“ - შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

შენი სხეულის ფარული „საცობები“: რას მალავს მაღალი არტერიული წნევა?

🎥 ნინო ნადირაძე იტალიაში მოგზაურობს - „ქართველი კეტრინ დენევი“